მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.2
0.0031
flag
AZN 1.5493
-0.0004
flag
CNY 38.905
0.0029
flag
EUR 3.0191
0.0119
flag
GBP 3.5568
0.0293
flag
KZT 55.87
0.0009
flag
TRY 0.056
0
flag
USD 2.6333
-0.0011
news banner

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმს მოაწერა ხელი

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმს მოაწერა ხელი. კერძოდ, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თურქმენეთის მრეწველობისა და მშენებლობის სამინისტროს შორის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ."

დოკუმენტი მიზნად ისახავს სამშენებლო მრეწველობის, მაღალი ტექნოლოგიების, კვლევისა და განვითარების, ინოვაციებისა და ტექნიკური რეგლამენტირების მიმართულებით მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა და რესურსდამზოგველი ტექნოლოგიების შექმნას, ახალი სამშენებლო მასალების წარმოებაში ინოვაციური სამეცნიერო-ტექნიკური გამოცდილების გაზიარებას, სტანდარტიზაციის სფეროში პარტნიორობას, სამრეწველო ნედლეულის ტრანსპორტირების ხელშეწყობას, ერთობლივი ბიზნესფორუმებისა და სემინარების ორგანიზებას.

მემორანდუმი საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

დოკუმენტების გაცვლის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ესწრებოდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში" მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა

17.07.2026.15:49

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში" მონაწილეობს.

ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის მთავარი თემაა "პარტნიორობა ხელოვნური ინტელექტის სფეროში უკეთესი მომავლისთვის".

კონფერენციის ფარგლებში "ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის მაღალი დონის შეხვედრაზე" დაგეგმილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სიტყვით გამოსვლა. მონაწილეები სამუშაო სესიაზე მთავარი თემის ირგვლივ საკუთარ ხედვებსა და მოსაზრებებს გაცვლიან.

შანხაიში მიმდინარე მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენელი მონაწილეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა