ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ჩინეთ-საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ახალ იმპულსს აძლევს სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურისტული კავშირების გაღრმავებას.
შეხვედრის ფარგლებში ჩინეთის ელჩმა მარიამ ქვრივიშვილი, შანხაიში დაგეგმილ მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაზე მიიწვია. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს მიწვევისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
ამასთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა ჩინეთის ელჩს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა მის როლს ორმხრივი კავშირების გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობისთვის.
სხვა სიახლეები
ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი - ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური | „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელ გზაზე
11.09.2026.15:08
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერთან დაკავშირებით ილაპარაკა.
მისი თქმით, ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება.
„მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობთ ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური. ხაზი სრულიად ელექტოფიცირებული იქნება. ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ანაკლიის პორტს დააკავშირებს არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან“, - აღნიშნა აბაშიძემ.