მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შესაბამისობის დეკლარაციის შევსებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტებისგან განაცხადების მიღება დაიწყო

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაიწყო განაცხადების მიღება იმ სპეციალისტებისგან, რომლებიც ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაციის შევსებაზე იქნებიან პასუხისმგებელი. მათი სრული სია სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდება და საჯარო იქნება. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება, სიაში წარმოდგენილ სპეციალისტს დაუკავშირდეს, რომელიც შესაბამისობის დეკლარაციის შევსებაში დაეხმარება. 

 

კანდიდატებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები - მიღებული უნდა ჰქონდეთ უმაღლესი აკადემიური განათლება ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით: არქიტექტურა; მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერია; მშენებლობის ინჟინერია; სამოქალაქო ინჟინერია, ან გააჩნდეთ სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 5 წლის განმავლობაში ისეთი სპეციალობებით, როგორიცაა შენობების დიზაინი; ტექნიკური გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების დიზაინი, მონტაჟი ან მოვლა; სამშენებლო მოედნის მენეჯმენტი; უძრავი ქონების შეფასება; კადასტრის აზომვა; შენობებისთვის ენერგეტიკული გადაჭრის დიზაინი; ენერგიის მოხმარების მენეჯმენტის განხორციელება; ენერგომენეჯმენტი.

 

კანდიდატებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გააგზავნონ 2023 წლის 18 აგვისტომდე. 

 

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე -  https://www.economy.ge/index.php?page=projects&s=49

 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 1-ელი ივლისიდან მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელია შენობა საქართველოს მთავრობის №354-ე დადგენილებით განსაზღვრულ ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.  კერძოდ, იმისათვის, რომ შენობის დაპროექტების ეტაპზე სწრაფად და მოქნილად  მოხდეს საპროექტო დოკუმენტაციის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა ეროვნული პროგრამა, სადაც შენობის მონაცემების შეყვანის საფუძველზე გამომუშავდება შესაბამისობის დეკლარაცია. პროგრამა  ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://geecb.ge/ 

 

დადგენილება „შენობების, შენობების ნაწილების და შენობების ელემენტების მინიმალური მოთხოვნების შესახებ" ევროპარლამენტისა და საბჭოს შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ 2010 წლის 19 მაისის 2010/31/EU დირექტივისა და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ" კანონის საფუძველზე შემუშავდა. დადგენილება მიზნად ისახავს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას შენობაში გათვალისწინებული კლიმატური პირობების  შესანარჩუნებლად და სათბურის გაზის ემისიების შესამცირებლად. გარდამავალ ეტაპზე, აღნიშნული ვალდებულება მხოლოდ იმ ახალ შენობებზე, შენობის ნაწილებზე ან შენობის ელემენტებზე  გავრცელდება, რომელთა ფართობი 50 კვ.მ -ს აღემატება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა