მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეკონომიკურ ზრდის აღმავალ ტრენდს ვინარჩუნებთ, მაგრამ  შესაძლოა, რეიტინგებში ქვეყნის პოზიცია გაუარესდეს - სოსო ბერიკაშვილი

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკური ზრდა სტაბილურად გაგრძელდება, თუმცა არ იქნება ისეთი აქტიური ტემპი, როგორიც 2022 წელს, რაც გარკვეული ფაქტორების გავლენით იყო გამოწვეული - ამის შესახებ Business Insider Georgia-თან ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით რისკები ფაქტობრივად არ არის, თუმცა რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუარესებაა მოსალოდნელი, ბოლო პერიოდში ეროვნულ ბანკში განვითარებული მოვლენების გამო.

,,2022 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა მაღალი იყო გარკვეული ფაქტორების გავლენით, რაც პოსტპანდემიური პროცესებმა და რუსეთიდან მოქალაქეების აქტიურმა შემოდინებამ გამოიწვია. როგორც ცნობილია, მსოფლიო ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის მატების მიმართულებით დააკორექტირა და 2023 წელს 5.9 პროცენტამდე გაიზარდა. ვფიქრობ, ზრდის პროცესი ქართულ ეკონომიკაში გაგრძელდება, მაგრამ  ორნიშნა ვერ იქნება. მით უმეტეს, რომ  ბევრი რამ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით  ხდება. თანაც, შარშან ზრდა ჰქონდა სომხეთსაც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ომი იყო.  ამ მხრივ რეგიონში დაძაბულობა არ იქნება საფრთხე ეკონომიკური ზრდისთვის. ყველაზე მეტად მაინც ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული პროცესების გავლენა იქონიებს გავლენას, რაც კარგი ნამდვილად არ არის.  სებ-ში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები დააზიანებს საქართველოს რეიტინგებს და ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტზე ნეგატიურად იმოქმედებს“, - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

ეკონომისტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინკლუზიური ზრდა, რასაც დრო სჭირდება. ამისთვის კი, ანალიტიკოსის შეფასებით, რეალური სექტორი უნდა განვითარდეს და ეკონომიკური ზრდის სარგებელი ქვეყანამ უფრო მეტად იგრძნოს.

ცნობილისთვის, მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში გამოქვეყნდა,  ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის 2023 წელს 5.9 პროცენტამდე, ანუ მატების მიმართულებით დაკორექტირდა სამომხმარებლო დანახარჯებისა და ინვესტიციების მდგრადობის შენარჩუნების ხარჯზე.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2024-2025 წლებში ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში დასტაბილურება. 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა