მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეკონომიკურად საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ლიდერია | ევროკავშირის ანგარიში

news image
mbc image

ევროკავშირმა საქართველოში ბიზნეს კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე დეტალურადაა საუბარი.

ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ეკონომიკის ანალიზს ეხება, რომლის თანახმადაც ქვეყანამ 2023-2024 წლებში მნიშვნელოვანი, ძლიერი ეკონომიკური ზრდა აჩვენა, რაც სტაბილური ტრაექტორიით მას რეგიონულ ლიდერად აქცევს.

„ეკონომიკურად საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ლიდერია, ეკონომიკური ზრდა კი ბოლო წლებში სტაბილური. პასუხისმგებელი მაკროპოლიტიკა, გლობალური ინტეგრაციის გაძლიერება, ჯანსაღი ინვესტიციები, მიმზიდველი ბიზნეს გარემო, მმართველობის გაუმჯობესება და სახელმწიფო ხარჯების ზრდა საფუძვლად დაედო პროგრესს“, - აღნიშნულია ანგარიშში. 

ევროკავშირის ანგარიშში ნათქვამია, რომ ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.

სოციალური მაჩვენებლები გაუმჯობესდა, სიღარიბის მაჩვენებელი 2022 წლის 47.7%-დან 2023 წელს 43.6%-მდე შემცირდა, ხოლო უმუშევრობა შემცირდა 13.7%-მდე - 2024 წლის შუა რიცხვებში სამუშაო ძალის მაღალი მონაწილეობის გამო.

ანგარიშის თანახმად, სტანდარტებსა და რეგულაციებში საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია მარეგულირებელ სისტემასა და ინფრასტრუქტურაში, ამასთან, ქვეყანა ფოკუსირებული რჩება ბაზრის ზედამხედველობაზე, ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების დიგიტალიზაციაზე.

აღსანიშნავია, რომ მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით სახელმწიფო ბიუჯეტი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არსებითად გაიზარდა. შესაბამისად, Enterprise Georgia-მ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ და სოფლის განვითარების სააგენტომ განაგრძეს თავიანთი პროგრამები: Enterprise Georgia-ს აქვს რამდენიმე დამხმარე პროგრამა და აქტივობა მეწარმეობის საერთო დონის გასაუმჯობესებლად. ხოლო რაც შეეხება GITA-ს, მან გააფართოვა თავისი ინიციატივების ნაკრები, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეობის განვითარებას და ტექნოლოგიური წინსვლის ხელშეწყობას ქვეყნის მასშტაბით. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) პროგრამების მთავარი მიზანი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა და სტიმულირებაა.

„საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა რჩება არსებითი. სტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრით, ინოვაციებისა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ პირობები მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და კონკურენტუნარიანობისთვის. ევროპის ბიზნეს ასოციაცია მოწოდებულია მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას და  ბიზნესის პრიორიტეტებს“, - ამბობს ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ჯონ ბრეკეველდტი.

,,ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკური განვითარების, სამუშაო ძალის ზრდისა და ქვეყნის ევროპულ ბაზრებზე ინტეგრაციის ხელშეწყობის ერთგული რჩება. კერძო სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს მომავლის ფორმირებაში და ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას რეფორმების გატარების, უნარების განვითარებისა და სავაჭრო შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით. ევროკავშირი ურყევად გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას და მის დემოკრატიულ და ეკონომიკურ მისწრაფებს“, - წერს „ევროკავშირი საქართველოში“

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა