ეკონომიკური აქტიურობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც ძალიან მაღალია, პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ზრდა დაახლოებით 8%-ია, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება - ირაკლი კობახიძე
მთლიანობაში, ეკონომიკური აქტიურობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც არის ძალიან მაღალი, გვაქვს პირველი ხუთი თვის მონაცემები, ზრდა არის დაახლოებით 8%-ი და ეს ყველაფერი განაპირობებს სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისითაც გაზრდილ მონაცემებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებაა.
„მთლიანობაში ეკონომიკური აქტიურობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც არის ძალიან მაღალი. გვაქვს პირველი ხუთი თვის მონაცემები და ზრდა არის დაახლოებით 8% და ეს ყველაფერი განაპირობებს სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისითაც გაზრდილ მონაცემებს. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, მაღალი ტემპის შენარჩუნება და ამ კუთხით იცით, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად მუშაობს და ძალისხმევას არ იშურებს“, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
მიმდინარე წლის ივნისის თვეში ექსპორტის $771.3 მლნ მოცულობის მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც რეკორდულია სხვა წლების ივნისის თვეებს შორის - ვახტანგ ცინცაძე
13.07.2026.13:33
„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება, კერძოდ, მიმდინარე წლის ივნისის თვეში ექსპორტის 771.3 მლნ. აშშ. დოლარის მოცულობის მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც რეკორდულია სხვა წლების ივნისის თვეებს შორის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 20.4%-ით გაიზარდა და ივნისის თვის რეკორდული მოცულობა - 771.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე რეკორდულია მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის მაჩვენებლებიც. ჯამურად, წელს იანვარ-ივნისის პერიოდში ექსპორტი 20.1%-ით არის გაზრდილი და მისი მოცულობა ასევე რეკორდულ ოდენობას - 3,876.7 მლნ აშშ. დოლარს შეადგენს.
„უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, ის მაჩვენებლები, რაც საგარეო ვაჭრობის კუთხით და განსაკუთრებით ექსპორტის მიმართულებით ფიქსირდება, საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია, რომელიც ორიენტირებულია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე და მის მხარდაჭერაზე. სახელმწიფო აგრძელებს კერძო სექტორის აქტიურ მხარდაჭერას და, ფაქტობრივად, არაერთი სახელმწიფო პროგრამის მოდერნიზება ხდება, რომლებიც უფრო მეტადაა მორგებული კერძო სექტორის საჭიროებებზე ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
2026 წლის ივნისში სავაჭრო ბრუნვამ ივნისის თვის რეკორდული მაჩვენებელი - 2,396.4 მილიონი აშშ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.3%-ით მეტია. 2026 წლის იანვარ-ივნისში სავაჭრო ბრუნვა 5.8%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ - 12,925.6 მილიონ აშშ. დოლარს გაუტოლდა.