ეკონომიკური ფორუმი ბიზნესთან კომუნიკაციისთვის ძალიან საინტერესო პლატფორმაა - ჯანდაცვის მინისტრი
ეკონომიკური ფორუმი ბიზნესთან კომუნიკაციისთვის ძალიან საინტერესო პლატფორმაა, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკური ფორუმი ჩვენთვის ძალიან საინტერესო პლატფორმაა ბიზნესთან, საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის. ასე რომ ჩვენც ინტერესით ველოდებით როდის შევძლებთ ამის შემდგომ გაგრძელებას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სხვა სიახლეები
სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა | საქსტატი
30.10.2026.11:04
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4 პროცენტით განისაზღვრა.
2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში.