მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7213.3
0.0036
flag
AZN 1.5625
-0.0011
flag
CNY 39.307
0.0008
flag
EUR 3.0848
0.008
flag
GBP 3.5674
0.0016
flag
KZT 54.24
-0.001
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6563
-0.0014
news banner

ეკონომიკური ფორუმი უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი პლატფორმაა დიალოგისა და იდეების გაცვლისთვის - შოთა ბერეკაშვილი

news image
mbc image

მშენებლობისა და დეველოპმენტის სექტორებს ჯამურად საქართველოს ეკონომიკის 18% უკავიათ, – ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება უახლოეს 4-5 წელიწადში ლოგისტიკისა და ტრანსპორტის წილის გაორმაგების შესაძლებლობას იძლევა. სწორედ აღნიშნული იყო ეკონომიკური ფორუმის მთავარი თემა, რომელიც დღეს გაიმართა და რომლის ერთ-ერთი მონაწილეც შოთა ბერეკაშვილი იყო.  

„მინდა აღვნიშნო, რომ უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორუმია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ორ ისეთ სექტორზე, როგორიც არის მშენებლობა და უძრავი ქონება, რომლებიც ჯამურად ჩვენი ეკონომიკის 18% შეადგენს. აღნიშნულ სექტორები ათიათასობით ადამიანს ასაქმებს და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნით გამოირჩევა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ სექტორების სტაბილური განვითარებისა და ზრდის პროცესი არ შეფერხდეს. ამ მხრივ, ფორუმი მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაძლევს, პირდაპირ ვესაუბროთ კერძო სექტორს, განვიხილოთ არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები და ერთობლივად მოვძებნოთ მათი გადაჭრის გზები, რათა აღნიშნული სექტორების განვითარება კიდევ უფრო დაჩქარდეს.

ამ პროცესს ორ ნაწილად დავყოფდი: ერთი მხრივ, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი გავლენა ეკონომიკაზე, ხოლო მეორე მხრივ — სამშენებლო და დეველოპერული პროექტები და მათი როლი ქვეყნის განვითარებაში.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აქ პირველ რიგში უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის მოდერნიზაცია და ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. ეს ოთხი მიმართულება ერთად ქმნის ერთიან, მულტიმოდალურ ინფრასტრუქტურულ სისტემას, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს, წარმატებით შეასრულოს შუა დერეფანში დაკავშირებადობის მნიშვნელოვანი ფუნქცია და კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი სატრანზიტო როლი“, - აღნიშნა  შოთა ბერეკაშვილმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა და გაიმყაროს პოზიციები რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე. მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო კომპანიების შემოსვლას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ერთიანი და მულტიმოდალური ინფრასტრუქტურული სისტემის შექმნა ქვეყანას მისცემს კონკურენტულ უპირატესობას. თანამედროვე მსოფლიოში, სადაც მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობასა და მათ შორის კონკურენციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, საქართველო შეძლებს პოზიციონირდეს როგორც სტაბილური და მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანა. ეს საშუალებას მოგვცემს, გაიზარდოს საქართველოს წილი ჩინეთსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე სავაჭრო და სატრანზიტო ნაკადებში. დღეს შუა დერეფანი ჩინეთსა და ევროკავშირს შორის არსებული სავაჭრო ნაკადების მხოლოდ დაახლოებით 2%-ს ატარებს, მაშინ როდესაც ორ ეკონომიკურ ცენტრს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2025 წელს 800 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და ზრდის მყარ ტენდენციას ინარჩუნებს. ჩვენი მიზანია, როგორც ქვეყნის, ისე მთლიანად შუა დერეფნის როლი კიდევ უფრო გაიზარდოს.

აქ აღსანიშნავია ისიც, რომ ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სექტორს დღეს საქართველოს ეკონომიკაში 6.1%-იანი წილი უკავია და არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ფონზე, მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებლის გაორმაგება სრულიად შესაძლებელია. ეს ქვეყანას დამატებითი შემოსავლების მიღების, საერთაშორისო კომერციული კავშირების გაფართოებისა და მეტი საერთაშორისო კომპანიის მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს, რაც საბოლოოდ მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე აისახება“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილი. 

 

 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image უმნიშვნელოვანესია სამუშაო ძალის გადამზადება და მათი ინტეგრაცია თანამედროვე ეკონომიკურ სექტორებში, რაც პირდაპირ გულისხმობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას - შოთა ბერეკაშვილი

15.06.2026.21:15

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერიკაშვილის განცხადებით, ბიზნესში კადრების დეფიციტისა და სამუშაოს მაძიებელთა ერთდროული არსებობის პარადოქსის დაძლევა ამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებით არის შესაძლებელი. მისი თქმით, სამუშაო ძალის გადაყვანა დაბალპროდუქტიული სექტორებიდან მაღალტექნოლოგიურში პირდაპირ აისახება მოსახლეობის ხელფასების ზრდაზე.

 „ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ერთდროულად ეხება როგორც ბიზნესს, ისე სამუშაო ბაზარს. ბიზნესის მთავარი ამოცანაა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ეფექტიანობის ამაღლება და პროდუქტიულობის ზრდა. ამ მიმართულებით შეინიშნება, რომ კერძო სექტორი მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავს კვლევასა და განვითარებაზე.

თუმცა, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ახალი სამუშაო ადგილების პარალელურად, პროფესიული კადრების დეფიციტი არსებობს. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია სამუშაო ძალის გადამზადება და მათი ინტეგრაცია თანამედროვე ეკონომიკურ სექტორებში. ეს პირდაპირ ნიშნავს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებსა და ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდას.

ხშირად ისმის კითხვა: როგორ შეიძლება გავხადოთ ეკონომიკა ინკლუზიური? ეკონომიკის ინკლუზიურობა სწორედ სამუშაო ძალის მომზადებასა და გადამზადებას გულისხმობს, რათა ის გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული, რაც პირდაპირ აისახება მათ კეთილდღეობაზე. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროფესიულ განათლებას. ეს მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენი სამუშაო ძალის ტრანსფორმაციისთვის - კადრების დაბალპროდუქტიული სექტორებიდან მაღალპროდუქტიულ სექტორებში გადანაცვლების მიმართულებით. ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა და ჩვენ უნდა შევძლოთ მისი წარმატებით დაძლევა“, - განმარტავს ბერეკაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა