მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეკონომიკური ფორუმის 2026 წლის დისკუსიათა სერია პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა

news image
mbc image

საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური ფორუმი თემაზე - „გლობალური პოლიტიკური ცვლილებები და ახალი საერთაშორისო ეკონომიკური დღის წესრიგი - გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსათვის“ გაიმართა.

ფორუმი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თანამედროვე გლობალური არასტაბილურობის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეროვნული ინტერესების დაცვა.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ეროვნულ ინტერესებზე, რაც დღეს მრავალი სახელმწიფოს ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა და წარმოადგენს სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთ მთავარ პრინციპს - ეროვნული ინტერესების მსახურებას. ხელისუფლება და ბიზნესი უნდა იყვნენ მოკავშირეები ამ ეროვნული ინტერესების გატარებაში, რომელიც ბიზნესის ნაწილში სოციალურ პასუხისმგებლობაში გამოიხატება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობაზე და საქართველოს პოტენციალზე, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ დერეფანზე.

„გლობალური პროცესებიდან გამომდინარე, საქართველოს შეიძლება გაუჩნდეს ახალი შესაძლებლობები, როგორც ერთ-ერთ სტაბილურ დერეფანს, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. ამ ტენდენციას ბიზნესმაც უნდა აუწყოს ფეხი, რათა ქვეყნის, როგორც დამაკავშირებელი დერეფნის პოტენციალი სრულად იყოს გამოყენებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

შოთა ბერეკაშვილმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გლობალური ცვლილებების ფონზე საქართველოს ეკონომიკის ზრდის სტრატეგიულ მიმართულებებზე, შუა დერეფნის როლსა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„როგორც ბიზნესი, ისე პარლამენტი და ხელისუფლება თანხმდება, რომ მშვიდობას განსაკუთრებული როლი ენიჭება საქართველოსა და რეგიონში. მშვიდობა ქმნის დამატებით ღირებულებას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ინვესტიციების ზრდას ქვეყანაში და შედეგად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ღონისძიებას მოდერაციას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა