მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.6
0.0078
flag
AZN 1.5769
-0.0007
flag
CNY 39.5
0.0012
flag
EUR 3.1374
-0.003
flag
GBP 3.6215
-0.003
flag
KZT 56.55
-0.0056
flag
TRY 0.059
0
flag
USD 2.6802
-0.0016
news banner

ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსია ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გახსნა

news image

პირველი ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსია გახსნა. დისკუსიის თემა „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა | ახალი შესაძლებლობები" იყო.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა შოთა ბერეკაშვილი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯემალ ინაიშვილი - „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.  ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

„ეკონომიკური ფორუმის ფორმატი ყოველთვის ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტებთან ერთად გვეძლევა საშუალება ეკონომიკის აქტუალურ თემებზე ვისაუბროთ. ასევე, დისკუსიებში აქტიურად ჩართულია ძალიან ჩვენი კერძო სექტორი და ბიზნეს საზოგადოება და აქედან გამომდინარე ყველა მსჯელობა, ყველა თემატურ საკითხზე არის ძალიან  საინტერესო და პროდუქტიული. ასევე, დღესაც ფორუმი ეხებოდა საინვესტიციო კლიმატს, საინვესტიციო გარემოს, როგორც უცხოურ ინვესტიციებს, ისე ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პრიორიტეტული პროექტების განხორციელებას, საინვესტიციო პროექტების განხორციელებას,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

“ძალიან კარგი ეკონომიკური ფორუმი იყო და ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა ბიზნეს სექტორთან. ვისაუბრეთ სხვადასხვა ინიციატივებზე, მათ შორის იმაზე თუ პარლამენტის მხრიდან რა საკანონმდებლო მხარდაჭერაა საჭირო იმისთვის, რომ ბიზნესმა შეძლოს უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ  საქართველოს საექსპორტო პოტენციალი და ამ მიმართულებით მზად ვართ, რომ საკანონმდებლო დონეზე განვიხილოთ რიგი ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიებს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაში. საკანონმდებლო ნაწილში მზად ვართ, რომ საგადასახადო შეღავათებიც კი შევთავაზოთ ბიზნესს, იმისთვის, რომ შეძლონ წარმოებაში ინვესტიციების განხორციელება, მოიზიდონ დამატებითი ინვესტიციები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის საწარმოო ბაზის განვითარებას და გაძლიერებას“, - განმარტა შოთა ბერეკაშვილმა.

„დღევანდელი ეკონომიკური ფორუმი ისე როგორც ადრინდელი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინაიდან ხდება აზრების გაცვლა და ჩვენ ბევრ ახალს ვისმენთ. ამ შემთხვევაში ვისმენთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისგან, პირველი ვიცე პრემიერისგან, თუ რას გეგმავს მთავრობა იმ ეკონომიკური ტემპების შენარჩუნების თვალსაზრისით, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ტრანსპორტს და ლოგისტიკას, რომელსაც მე წარმოვადგენ, ამ მიმართულებითაც ბევრი გეგმა არსებობს, როგორც ანაკლიის ნავსადგურთან დაკავშირებით, საერთოდ ჩვენი დერეფნის და ამ დერეფანში საქართველოს წვლილის და მისი აქტიური ფუნქციის შესასრულებლად. ასევე, არსებობს გამოწვევებიც. დღევანდელი ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სავაჭრო ომებიდან შესაბამისად. ეს ყველაფერი გარკვეულ გავლენას ჩვენზეც მოახდენს და ჩვენ ამისათვის უნდა ვიყოთ მზად“, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.

„მე-18 ეკონომიკურ ფორუმზე შედგა საკმაოდ საინტერესო დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ისევე როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერიკაშვილი ძალიან ღიად საუბრობდნენ ბიზნესთან დაკავშირებულ ძალიან აქტუალურ საკითხებზე. ჩვენს ფორუმზე კიდევ ერთხელ ხელისუფლების მხრიდან დაფიქსირდა მზაობა ბიზნესთან ღია დიალოგისათვის. იმავდროულად პირველი ვიცე-პრემიერის მხრიდან განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საქართველოს როლს, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, საქართველოს შეფასებებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან. მათ შორის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საინვესტიციო გეგმებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ძალიან დეტალურად მიმოიხილა ის პოტენციური პროექტები, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება საქართველოში და მაღალ ზრდას უზრუნველყოფს. საინტერესო იყო საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის აქცენტები, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს ჯამში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება ან დახვეწა, იმისთვის, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო იყოს უფრო მეტად მიმზიდველი და უზრუნველყოს უფრო მდგრადი და მაღალი ეკონომიკური ზრდა. რასაც პროგნოზირებენ კიდეც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი  ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.

ეკონომიკური ფორუმისფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებულიეკონომიკური ფორუმიპოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთისეკონომიკური ფორუმიხშირად დასახელებულია, როგორცპოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის - მარიამ ქვრივიშვილი

14.05.2026.19:43

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ პანელზე დისკუსიის მიმდინარეობისას ენერგეტიკული დაკავშირებადობის, ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ამ კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის როლზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გამართული პანელის Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.

„ეს არის საქართველოს მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის,  არამედ რეგიონისთვის. 1300 მგვტ-ის სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი პირდაპირ დააკავშირებს საქართველოს ევროკავშირის ბაზართან. ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანება ერთმანეთის გასაძლიერებლად, დასაკავშირებლად და სავაჭრო ურთიერთობებში მხარდასაჭერად. ენერგეტიკული სექტორი ძალიან კარგი ინსტრუმენტია ძალების გასაერთიანებლად, უფრო ფართო დარგებისა და ეკონომიკების კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პროექტის  ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, კაბელის მშენებლობა უნდა დაიწყოს მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში, პროექტის გაშვება კი დაგეგმილია 2031-2032 წლებისთვის. მარიამ ქვრივიშვილის  შეფასებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი  შესანიშნავად ერწყმის „მწვანე ენერგიის დერეფანს," რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტია და რეგიონის ფარგლებს სცდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა