მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7157.5
0.0143
flag
AZN 1.5384
-0.0005
flag
CNY 38.806
0.0003
flag
EUR 3.0315
0.0082
flag
GBP 3.5462
0.0067
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0546
0
flag
USD 2.6152
-0.001
news banner

ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა და 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკრო სესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი. მისი თქმით, 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკრო სესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება.

„კერძო სექტორის მხარდაჭერა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ტრადიციულად წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს. როგორც იცით, წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით მთელი რიგი პროგრამები ხორციელდება.

ამ ეტაპზე, ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ ერთ-ერთი პოპულარული პროგრამის, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც უკვე 20-დან 70 000 ლარამდე სესხებზე მიკრომეწარმეებს ექნებათ წვდომა ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით.

ვფიქრობთ, რომ განახლებული ფორმატით პროგრამა კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას გამოიწვევს კერძო სექტორში, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით", - აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში შესული ცვლილებების თანახმად, ამიერიდან 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკრო სესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება.

ახალი პირობების თანახმად, მიკრო და მცირე მეწარმეებს პროგრამაში განმეორებით მონაწილეობის შესაძლებლობაც უჩნდებათ. წარმატებული ბენეფიციარებისთვის პროგრამას დაემატა 70 000-დან 150 000 ლარამდე განვითარების სესხი, შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთითა და 80%-იანი სახელმწიფო გარანტიით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

17.08.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0315 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6152 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6152 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6162 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0315 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0233 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0082 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა