ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიზანია შევქმნათ ისეთი პირობები, რომელიც დაფუძნებული იქნება 3 გარემოებაზე - გამჭვირვალობა, მომხმარებლის ინფორმირებულობა, კონკურენტული გარემოს შექმნა | შოთა ბერეკაშვილი
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 73 ხმით 10-ის წინააღმდეგ, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.
მომხსენებლის, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილისგანცხადებით, კანონპროექტით იხვეწება საბანკო საქმიანობის ლიცენზირების პროცედურები, ფართოვდება სანდო უცხოური ბანკების შემოსვლის შესაძლებლობა, უფრო მოქნილი ხდება ადმინისტრატორების პარალელური პოზიციების დათვლის წესი და მნიშვნელოვანი წილის შეძენის შეფასება უფრო მკაფიოდ დაეფუძნება პროპორციულობის პრინციპს.
„წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიზანი საფინანსო სექტორის გამჭვირვალობის გაზრდა, ბიზნესისა და მომხმარებლისთვის დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნება, უფრო კონკურენტული პირობების შექმნა, ასევე ლიცენზირების პროცესის დახვეწა, საკანონმდებლო ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და რეგულირების უფრო მოქნილი მექანიზმების დანერგვაა“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
10.11.2026.17:43
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9111 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5936 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5936 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5943 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9111 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9041 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.007 ლარი შეადგინა.