მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.4
-0.0059
flag
AZN 1.5726
-0.0007
flag
CNY 39.395
0.0044
flag
EUR 3.1124
0.0104
flag
GBP 3.6067
0.0163
flag
KZT 56.56
-0.0003
flag
TRY 0.0585
0
flag
USD 2.6732
-0.0012
news banner

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

news image

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა. 

სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი წარადგინა. 

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტთა პაკეტი საქართველოს კეიპტაუნის კონვენციასთან მიერთების მიზნით მომზადდა.

მისი თქმით, კანონპროექტთა პაკეტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის უფლება - საერთაშორისო რეესტრში დაარეგისტრიროს საავიაციო ობიექტთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესი, აგრეთვე სახელშეკრულებო დეფოლტისას მოითხოვოს საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან მყისიერი ამოღება, რაც უცხოური ინვესტიციებისთვის საქართველოს საავიაციო ბაზრის სანდოობას გაზრდის და ქართულ ბაზარზე არსებული ავიაგადამზიდველებისთვის საავიაციო ობიექტის ფასს მკვეთრად შეამცირებს.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოქმედ რეგულაციებთან საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ისაუბრა. 

მისი განმარტებით, კანონპროექტის მიზანს კანონმდებლობაში არსებული ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა წარმოადგენს, რომელიც აღიარებული ორგანიზაციების მიმართ მოთხოვნების სამართლებრივ განსაზღვრას უკავშირდება. შესაბამისად, კანონპროექტის მიღებით, ქართული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტების და ნორმების ჰარმონიზაცია მოხდება.

კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტები მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივაა და მათი მიღებით ქართული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება მოხდება.

სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები წარადგინა. 

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის შემუშავება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენის საფასურის ცვლილებამ განაპირობა, რადგან მოქმედი რეგულირების პირობებში, დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენის საფასურის ოდენობა, განხორციელებული შესყიდვების სავარაუდო ღირებულებასთან შესაბამისი და პროპორციული არ არის. 

„კანონპროექტი უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, საფასურის გადახდის შემდეგნაირად განსაზღვრას: სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში - შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში - გამარტივებული შესყიდვის ღირებულების 2%. ამასთან, საფასური არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები და 1000 ლარზე მეტი“, - აღნიშნა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა კომიტეტის წევრებს საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულების დოკუმენტი და „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გააცნო. 

მისი თქმით, ხელშეკრულების მიზანს დიზაინის დაცვის სფეროში ერთიანი, მინიმალური სტანდარტების დადგენა წარმოადგენს, რაც სხვადასხვა ქვეყნის განსხვავებული პროცედურებით გამოწვეულ ხარჯებსა და ვადებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. აღნიშნულ ხელშეკრულებასთან შეერთებით, ქართველ დიზაინერებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ საკუთარი ნამუშევრების სამართლებრივი დაცვა გაუმარტივდებათ. 

ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, რიადის ხელშეკრულება, რომელიც 2024 წელს საუდის არაბეთში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დიპლომატიურ კონფერენციაზე მიიღეს, მსოფლიოს 28 სახელმწიფო უჭერს მხარს.

კომიტეტმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

25.05.2026.17:39

აპრილ-მაისში წმინდა სავალუტო შემოდინებები გაიზარდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება?

პირველ რიგში, ჩვენს მკითხველს ვულოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ბოლო რამდენიმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების თაობაზე მიღწეული პროგრესია. აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, შესაძლებელია, შეთანხმება უახლოეს დღეებში გაფორმდეს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ, წინასწარი ინფორმაციით, დოკუმენტი საბოლოო არ იქნება და მხარეებს შორის გადასაჭრელი საკითხების მხოლოდ ნაწილს შეეხება. 

ამ ეტაპზე მოვლენათა განვითარება თანხვედრაშია ჩვენს საბაზო სცენართან, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ძირითად მოლოდინებს და კონფლიქტის შედარებით მოკლე ვადაში დასრულებას მოიაზრებს. ჩვენი შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის ესკალაციის წმინდა ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე დიდწილად ნეიტრალურია, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, შესაძლოა, მცირედით პოზიტიურიც კი, პოტენციური მიგრაციული ნაკადების გათვალისწინებით. ამავდროულად, ნეიტრალური ეფექტი არ ნიშნავს, რომ ეკონომიკის სტრუქტურაში ცვლილებები არ იქნება - მოსალოდნელია, რომ მსოფლიო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქციის ფასების ნორმალიზებასთან ერთად ექსპორტის ზრდის ტემპიც შენელდება, ხოლო საპირისპიროდ ტურიზმის სექტორში აღდგენა დაჩქარდება.

ადგილობრივ ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების მხრივ, წმინდა სავალუტო შემოდინებები აპრილში გაიზარდა, რაც საქონლით ვაჭრობის დეფიციტის შემცირებას უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ფულადი გზავნილების ზრდის ტემპი შენელდა, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლები კვლავ დაბალი იყო. უახლეს ინდიკატორებზე დაყრდნობით, მაისში წმინდა სავალუტო შემოდინებები დამატებით გაიზრდება.

უფრო დეტალურად, აპრილში ექსპორტის წლიურ 16.1%-იან ზრდას ძირითადად ნავთობის, ოქროს, ფეროშენადნობებისა და სასუქების ექსპორტი განაპირობებდა, რაც კონფლიქტის დაწყების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე გაზრდილ ფასებს უკავშირდება. თავის მხრივ, წლიურად 2.9%-ით შემცირდა იმპორტი, მიუხედავად გაძვირებული ნავთობისა, რისი მიზეზიც,მოლოდინების შესაბამისად, ავტომობილების იმპორტის 34%-იანი კლებაა, შედარებით სუსტ შიდა მოთხოვნასთან ერთად. 

რაც შეეხება სტუმარმასპინძლობის სექტორს, აპრილში საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა წლიურად 10.6%-ით შემცირდა, რაც მარტის 6%-იან კლებაზე მეტია. მნიშვნელოვნად შენელდა არარეზიდენტების უნაღდო ხარჯების წლიური ზრდის ტემპიც, რაც ტურიზმიდან შემოსავლების რეალურ დროში პროგნოზირებისთვის გამოიყენება. თიბისი კაპიტალის შეფასებით, მარტსა და აპრილში ტურიზმიდან შემოსავლების დანაკლისმა, კონფლიქტის გარეშე ალტერნატიულ სცენართან შედარებით, დაახლოებით 170 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე მხრივ, ეს დანაკლისი სასაქონლო პროდუქციაზე ექსპორტის, დაახლოებით, 160 მილიონი დოლარით დაჩქარებამ თითქმის სრულად დააკომპენსირა.

საყურადღებოა, რომ, უახლესი მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში დატვირთულობა მაისში გააქტიურებულია და, 25 მაისის მდგომარეობით, 2025 წლის მაჩვენებლებთან ახლოსაა. ამასთან, აპრილთან შედარებით ზრდა ფიქსირდება როგორც რეზიდენტების, ასევე არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებშიც.

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ აპრილსა და მაისში სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბე შეინიშნება. მარტში 16 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვის შემდეგ, აპრილში სებ-მა 333 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა. ჩვენი შეფასებით, მოსალოდნელია, რომ მაისში შესყიდვები უფრო მასშტაბური იქნება.

თავის მხრივ, სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბე ლარის მხარდამჭერი ფაქტორია. თიბისი კაპიტალის მოკლე და გრძელვადიანი წონასწორობის მოდელების თანახმად, ლარი კვლავ ზედმეტად გაუფასურებული რჩება. ამდენად, განახლებული პროგნოზით, წლის ბოლოსთვის აშშ დოლარი/ლარის გაცვლითი კურსი დაახლოებით 2.65-ის ნიშნულზეა.

და ბოლოს, ინფლაციის კუთხით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულების პარალელურად, პროგნოზზე კლების მიმართულებით მოქმედებს სასაქონლო პროდუქტებზე, მათ შორის ნავთობზე, ფასების მოსალოდნელი შემცირება. ორშაბათს, ვაჭრობის განახლების შემდეგ, გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასი 5.5%-ით ნაკლებია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ, უფრო გრძელვადიანი ინდიკატორები, როგორებიცაა მედიანური, საბაზო და მომსახურების ინფლაციები, ფასებზე ზეწოლის მნიშვნელოვან ზრდაზე არ მიუთითებს.

მეორე მხრივ, მოსალოდნელია, რომ შედარებით მაღალი დარჩება სურსათის ფასები, რაც ენერგომატარებლებსა და სასუქებზე გაზრდილი ფასების საშუალო-გრძელვადიან ეფექტს უკავშირდება. ამასთან, საბაზო სცენარში საწვავზე ფასები, შემცირების მიუხედავად, კონფლიქტამდე ნიშნულზე მაღალი იქნება, რაც გაზრდილი ხარჯების არხით, არაპირდაპირ სხვა პროდუქტების ფასებსაც გადაეცემა.

აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობით, თიბისი კაპიტალის უცვლელი პროგნოზით, წლიური ინფლაცია თავდაპირველი მცირედი ზრდის შემდეგ მომდევნო თვეებში გარკვეულწილად შენელდება, მათ შორის პურის ფასებთან დაკავშირებული საბაზო ეფექტის გამო, შემდგომ კი კვლავ გაიზრდება და დეკემბრისთვის 6%-ს მიაღწევს.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: 

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007513-macro-update-georgia

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა