მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

news image
mbc image

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს. მთავრობის მიერ მომზადებული ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტი ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.


მომხსენებლის განცხადებით, რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის 5%-ს შეადგენს, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის მაჩვენებელი კი 3.7%-ით განისაზღვრება. მისი თქმით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 8.9%-ით გაიზრდება და 126 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. 2027 წელს ინფლაციის მაჩვენებელი დაიკლებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს დაუბრუნდება.


როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ბიუჯეტის დეფიციტი 2027 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ის დონეზეა დაგეგმილი, შემდგომ წლებში კი მცირედით კლებადი ტენდენცია ექნება. მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2027 წლისთვის 31.6%-ის დონეზე განისაზღვრება.


გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები მომდევნო წელს 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს მილიარდ 526 მილიონი ლარით აღემატება. შემოსავლების ძირითადი წყარო საგადასახადო შემოსავლებია, რომლის მოცულობა 2027 წლისთვის 29 მილიარდ 520 მილიონი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.


ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2027 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 37 მილიარდ 562 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას მილიარდ 928 მილიონი ლარით აღემატება.


გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ინფორმაცია გააცნო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებსა და მის ხარჯვით ნაწილზე. მისი თქმით, ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, მიმდინარე წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით, 1 406.6 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 32 166.0 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრება. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 32 071,5 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის დამტკიცებულ გეგმას 1 190,1 მილიონი ლარით აჭარბებს.


ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი სწორად არის შედგენილი და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალო მაჩვენებელზეა აგებული. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შესაძლოა, მომდევნო წლის განმავლობაში გადაიხედოს და შეიცვალოს.


„2026 წელთან შედარებით მომდევნო წლის ბიუჯეტი 1.9 მილიარდი ლარით იზრდება. აღსანიშნავია, რომ 830 მილიონი ლარით არის გაზრდილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ხარჯების ნაწილი. მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი 555 მილიონი ლარით იზრდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარების ის გრძელვადიანი სტრატეგია და გეგმა, რომლებიც წარმოდგენილ დოკუმენტებშია ასახული. მათი შესრულების რეალური საშუალებები არსებობს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.


ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვერსიას მხარი დაუჭირა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა