მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა

news image
mbc image
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე" კანონპროექტი წარადგინა. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ინსტრუმენტების კონსოლიდაციაა. მისივე თქმით, აღნიშნული კონსოლიდაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდება, რომელიც კონცეპტუალურად საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკად გადაკეთდება. „საქართველოს განვითარების ფონდის" ლიკვიდაციის შედეგად საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკი შეიქმნება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს უპასუხებს და სრულყოფილად განახორციელებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, საქართველოს განვითარების ფონდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მაგრამ დღის წესრიგში რეფორმის აუცილებლობა დადგა. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკი ადგილობრივ წარმოებას ეფექტიანად დაეხმარება და მცირე და საშუალო ბიზნესს შეუწყობს ხელს.

„ქვეყნის ეკონომიკის სექტორული განვითარების მიმართულებით ბანკის შექმნა დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს რეფორმა დადებით გავლენას მოახდენს როგორც ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე ეკონომიკურ ზრდაზე. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობისთვის", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის აგვისტოში, ზედიზედ ორთვიანი ზრდის შემდეგ, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი წლიურად 15.2%-ით შემცირდა | Galt & Taggart

27.10.2026.18:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება – აგვისტო 2026” აქვეყნებს. ,,2026 წლის აგვისტოში გაყიდვები, სეზონური ტენდენციის შესაბამისად, თვიურად შემცირდა, თუმცა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე წინა წლის დონეს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება ბაზრის აქტივობას კვლავ ხელს უწყობდა. მიწოდების მხარეს, ზედიზედ ორთვიანი ზრდის შემდეგ, გაცემული ნებართვების ფართობი წლიურად შემცირდა. ფასის ზრდა ორივე ბაზარზე გაგრძელდა, ხოლო ქირის ფასის ზრდამ ქირის შემოსავლიანობა 8.7%-მდე გაზარდა. 2026 წლის აგვისტოში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,429 შეადგინა, აქედან:

• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 10.8%-ით გაიზარდა და 1,781
შეადგინა (2026 წლის 8 თვეში +15.9% წ/წ).

• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული
რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 28.4%-ით გაიზარდა და 1,648 შეადგინა
(2026 წლის 8 თვეში +20.7% წ/წ), რაც ნაწილობრივ გასული წლის დაბალი
ბაზის ეფექტით არის განპირობებული.

• ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით,
რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026
წლის აგვისტოში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 30.9%-ით
გაიზარდა (2026 წლის 8 თვეში +31.6% წ/წ).

2026 წლის 8 თვეში, თბილისში სულ 30,703 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+27.3% წ/წ). 2026 წლის აგვისტოში, ზედიზედ ორთვიანი ზრდის შემდეგ, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი წლიურად 15.2%-ით შემცირდა (123,711 კვ.მ 15 საცხოვრებელ პროექტში). ჯამურად, 2026 წლის 8 თვეში გაცემული ნებართვების ფართობი წლიურად 2.2%-ით არის შემცირებული და წინა წლის ანალოგიურ დონესთან ახლოს რჩება.

2026 წლის აგვისტოში, უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე თვიურად
ზომიერად 0.4%-ით გაიზარდა (+6.8% წ/წ) 1,432 აშშ დოლარამდე. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) საშუალო ფასი თვიურად 2.0%-ით გაიზარდა და 1,399 აშშ დოლარი შეადგინა (+7.9% წ/წ).2026 წლის აგვისტოში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი თვიურად 2.7%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 10.4 აშშ დოლარი შეადგინა, ქირის ამონაგებმა კი - 8.7%”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა