ეკონომიკური ზრდა არის ინკლუზიური - ჩვენი მიზანია ამ პროცესში მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, მეტი მოქალაქე გადავამზადოთ და მაღალპროდუქტიულ ეკონომიკურ სექტორში დავასაქმოთ - შოთა ბერეკაშვილი
ეკონომიკური ზრდა არის ინკლუზიური - ჩვენი მიზანია ამ პროცესში მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, მეტი მოქალაქე გადავამზადოთ და მაღალპროდუქტიულ ეკონომიკურ სექტორში დავასაქმოთ - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.
„ეკონომიკური ზრდა არის ინკლუზიური და გადადის თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეზე. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არის რომ ამ პროცესში, რაც შეიძლება მეტი ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ, რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქე გადავამზადოთ, რომ მათი უნარ-ჩვევები და მათი სპეციალობა, რაც შეიძლება მაღალპროდუქტიულ ეკონომიკურ სექტორში დავასაქმოთ, რომ მათი შემოსავალები კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდოს და ეს ჩვენი საერთო მიზანი არის და ამ შემთხვევაში მაკროეკონომიური მაჩვენებლები პირდაპირ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდაა. დამიჯერეთ რომ 7.9% რეალური ზრდა მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის უაღრესად დიდ წარმატებად ჩაითვლებოდა და საქართველო ერთ-ერთ ლიდერია ეკონომიკური ზრის მაჩვენებლით და ამაში უაღრესად დიდი წვლილი და დიდი როლი აქვს საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს მათ შორის”, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სხვა სიახლეები
OPEC+ ნავთობის მოპოვების პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას იღებს
09.09.2026.16:00
OPEC+-მა კვირას გამართულ შეხვედრაზე ოქტომბრისთვის ნავთობის მოპოვების პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ჯგუფმა ჯერ ახალი კვოტები უნდა შეათანხმოს, რის შემდეგაც ნავთობის მოპოვების შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს.
შვიდი ძირითადი OPEC+ წევრი ქვეყნის საუდის არაბეთის, რუსეთის, ერაყის, ქუვეითის, ალჟირის, ყაზახეთისა და ომანის შეხვედრა ირანის ომის ფონზე გაიმართა, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ექსპორტს კვლავ არღვევს. ეს OPEC+-ის გავლენას ნავთობის ფასებსა და ბაზრის წილზე ზღუდავს.
აგვისტოში OPEC+-მა სექტემბერში ნავთობის მოპოვების გაზრდას დაუჭირა მხარი, რითაც დაასრულა 2023 წელს თავდაპირველად შეთანხმებული, დღეში 1.65 მილიონი ბარელით მიწოდების შემცირების ეტაპობრივი გაუქმება.
მიუხედავად შეთანხმებული მოპოვების ზრდისა, OPEC+-ის ჯგუფი, რომელიც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) და მის მოკავშირეებს, მათ შორის რუსეთს, აერთიანებს, ომის გამო ნავთობს კვლავ მნიშვნელოვნად ნაკლები მოცულობით აწარმოებს, ვიდრე დადგენილი სამიზნე მაჩვენებლებია.