მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

ეკონომიკური ზრდის განსაზღვრისთვის რამდენიმე მიდგომა გვაქვს და თითოეული ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტს - გოგიტა თოდრაძე

news image
mbc image

ეკონომიკური ზრდის განსაზღვრისთვის რამდენიმე მიდგომა გვაქვს და თითოეული ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტს, - აცხადებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი. 

მისივე თქმით, ყოველთვიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვის მონაცემებზე დაყრდნობით ითვლება, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი კვარტალური და წლიური კვლევების საფუძველზე სამი საერთაშორისო მეთოდით განისაზღვრება.

„ყოველთვიური ეკონომიკური ზრდის გაანგარიშებისას ჩვენ მთლიანად ვეყრდნობით ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროს, კერძოდ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მონაცემებს ყოველთვიურად. შემდგომ ხდება საბაზისო და საანგარიშო პერიოდების მონაცემების შედარება, მისი დეფლირება, ანუ ფასების ინდექსების გამოყენებით, რომლის საფუძველზეც ჩვენ ვიღებთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. მაგრამ უფრო ყოვლისმომცველი და დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ კვარტალური და წლიური გამოკვლევის საფუძველზე,  ანუ ამ შემთხვევაში ეკონომიკის ხუთივე ინსტიტუციურ სექტორს შევისწავლით, მათ შორის ბიზნეს სექტორს, რომელსაც ეკონომიკაში დაახლოებით 60%-იანი წილი აქვს, არაკომერციული ორგანიზაციების სექტორს - NGO-ებს, შინამეურნეობის მომსახურე არაკომერციულ ორგანიზაციებს, ასევე არასაფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორს, შინამეურნეობებს და სახელმწიფო დაწესებულებებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ კვლევებს და პლუს ვიყენებთ ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს, მათ შორის სახელმწიფო ფინანსების ნაწილში ვეყრდნობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებს. ამ შემთხვევაში სამი მეთოდით ვითვლით ჩვენ მთლიან შიდა პროდუქტს - მათ შორის წარმოების მეთოდით, დანახარჯების მეთოდით და შემოსავლების მეთოდით. ეს გახლავთ საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკა, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა შედარებადობას ნებისმიერ ქვეყანას შორის“. - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

 

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყველის იმპორტს ახდენს

26.10.2026.11:00

საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტი იზრდება. საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ 6 220.3 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (5 306.1 ტონა) 17.23%-ით მეტია.

რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, მომატებულია იმპორტზე დახარჯული თანხის მოცულობაც. მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში ყველისა და ხაჭოს იმპორტმა 33 394.6 5 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 29 411.5 ათას დოლარს შეადგენდა.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ბაზარზე ყველის უმსხვილესი მომწოდებელი თურქეთია.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის ყველის იმპორტი განახორციელა:

• თურქეთი - 1 179.0 ტონა
• გერმანია - 971.6 ტონა
• რუსეთი - 908.5 ტონა
• პოლონეთი - 758.3 ტონა
• ბელარუსი - 538.9 ტონა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა