ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად აუცილებელია, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გეგმის მიხედვით განხორციელდეს - გიორგი კუპრაშვილი
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 30-ე დისკუსია „სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე” გაიმართა. ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ: რევაზ სოხაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი; შოთა ბერეკაშვილი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; დავით ჯუღაშვილი, „ჰანიველ ცემენტის“ გენერალური დირექტორი; გიორგი კუპრაშვილი, „გალტ & თაგარტის" გენერალური დირექტორი; ირაკლი კვერღელიძე - „ორბი ჯგუფის” გენერალური დირექტორი; ირაკლი გიორგობიანი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) აღმასრულებელი დირექტორი.
ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
,,მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია. იგი ქმნის მშპ-ის დაახლოებით 8–9%-ს და ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. სექტორის არაპირდაპირი გავლენა ეკონომიკაზე კიდევ უფრო მასშტაბურია - მშენებლობა მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვადასხვა დარგებთან და მისი ზრდა ჯაჭვური ეფექტით აძლიერებს ეკონომიკურ აქტივობას სხვა სექტორებშიც. სწორედ ამიტომ, გალტ & თაგარტისთვის სამშენებლო სექტორი ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სექტორის განვითარებას კომპანია ორი ძირითადი მიმართულებით უწყობს ხელს. პირველი მიმართულება არის ანალიტიკა - გალტ & თაგარტი სისტემატურად იკვლევს სამშენებლო და მომიჯნავე სექტორებს და რეგულარულად აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებს, რაც ბაზრის მონაწილეებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
მეორე მიმართულება არის დაფინანსება. მასშტაბური საინვესტიციო პროექტები ზრდის მოთხოვნას კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებზე, მათ შორის კორპორაციულ ობლიგაციებზე. როგორც საინვესტიციო ბანკი და კაპიტალის ბაზრის ოპერატორი, გალტ & თაგარტი უზრუნველყოფს ბიზნესების დაფინანსებას ობლიგაციების სტრუქტურირების, განთავსებისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების გზით," - განაცხადა „გალტ & თაგარტის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა.
დისკუსიაში ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი, ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მუდმივი პარტნიორი - UGT - იუჯითი
პარტნიორები - Hunnewell Cement ჰანიველ ცემენტი; Galt & Taggart - გალტ & თაგარტი; ორბი ჯგუფი; ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA; Tashub ტასჰაბი; ELT Group; Forum Ekonomiczne / Economic Forum; Coca-Cola Bottlers Georgia; წყალი მთის • Water MTIS; Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი
სხვა სიახლეები
ჩვენს მოლოდინთან თანხვედრაშია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება | TBC Capital-ის უფროსი მაკროეკონომისტი
22.10.2026.14:13
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინებთან, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას TBC Capital-ის უფროსმა მაკროეკონომისტმა ნიკოლოზ ზურაბიშვილმა განაცხადა.
„ჩვენს მოლოდინთან თანხვედრაშია ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება. გუშინ გამოვაქვეყნეთ პუბლიკაცია, სადაც ვწერდით, რომ მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვებას ველოდით.
თუმცა აუცილებლად აღსანიშნავია, რომ წინა სხდომასთან შედარებით, პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტებიც გაძლიერებულია, ამიტომ დეკემბრის სხდომაზე სიტუაცია უფრო გაურკვეველია.
ჩვენი საბაზრო სცენარი მაინც ის არის, რომ წლის ბოლომდე განაკვეთი 8.25%-ზე შენარჩუნდება, მაგრამ სექტემბრის ინფლაციის დინამიკა, თუ უფრო ხისტ მაჩვენებლებს შევხედავთ, შედარებით ინფლაციური წნეხის დაჩქარებაზე მიუთითებს. ამაზეც გვქონდა პუბლიკაციაში საუბარი.
თუ ეს ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა, იმ ფაქტორთან ერთად, რომ გლობალურად ფინანსური პირობები მკაცრდება, მათ შორის, დეკემბერში მოსალოდნელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროზონაში დამატებით გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები, რაც, რა თქმა უნდა, ლარისა და უცხოური განაკვეთების საპროცენტო დიფერენციალს ამცირებს და ესეც გამკაცრების არგუმენტია.
ამ შემთხვევაში შეიძლება უკვე საუბარი იმაზე, რომ დეკემბერში განაკვეთი 8.5%-მდე გაიზარდოს. ამის ალბათობა მაღალია, თუმცა ჩვენი საბაზრო სცენარი, როგორც გითხარით, დღევანდელი მდგომარეობით, მაინც 8.25% რჩება“, - აცხადებს ნიკოლოზ ზურაბიშვილი.