მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეკონომიკური ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებითა და პროგნოზებით საქართველო ლიდერი ქვეყანაა როგორც ევროპის, ასევე რეგიონის ქვეყნებს შორის - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე სახელწოდებით „მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები" მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის არსებულ დინამიკაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ კუთხით საქართველო ლიდერი ქვეყანაა ევროპის, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის - გასულ წელს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.6% შეადგინა, მიმდინარე წელს კი საშუალო 8%-ია.

 

„ძალიან სასიხარულოა, რომ მიუხედავად იმისა, ზოგადად რაც ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, აღნიშნულ მონაცემებს ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციები - მათ შორის EBRD-ს დღევანდელი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7%-მდე გაიზარდა, ასევე სავალუტო ფონდმა გააუმჯობესა პროგნოზი 7.2%-მდე" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა წამყვანი ეკონომიკური სექტორების არსებული მდგომარეობა, ასევე მათი შემდგომი განვითარების კუთხით მთავრობის და მისი უწყების ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრა. მათ შორის, ეკონომიკის მინისტრმა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესზე გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, ენერგეტიკის უწყებებში განხორციელებული  ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხა ამავე საწარმოებში დაბრუნდება და ისევ ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებას მოხმარდება.

 

„ასევე ვმუშაობთ ახალ ინიციატივაზე, რა შეიძლება გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან ჰიდროპროექტების განხორციელების ხელშეწყობისთვის.  ჩვენ გვესმის, რომ იყო გარკვეული გამოწვევები, შესაბამისად, სწორად ვაფასებთ იმ ხარვეზებს, რაც ამ მიმართულებით გვაქვს და მზად ვართ, კერძო სექტორს შევთავაზოთ ახალი ინსტრუმენტები, რომ გავამყაროთ ინვესტორების ნდობაც ასეთი პროექტების მიმართ " - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა