მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე 45 ქვეყანასა და ერთ დამოუკიდებელ საბაჟო ტერიტორიაზე გადის - პრემიერი

news image
mbc image

შარშან ექსპორტი გაიზარდა 31.%-ით და შეადგინა 5.6 მილიარდი დოლარი, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 33.%-ით არის გაზრდილი და შეადგინა 19.2 მილიარდი დოლარი, რომელიც ასევე რეკორდული მოცულობაა,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლებში ასევე იზრდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების მქონე ქვეყნებთან  ვაჭრობა.

„ბოლო წლებში, ძვირფასო მეგობრებო, მზარდი ტენდენციით ხასიათდება საგარეო ვაჭრობა. შარშან რეკორდული იყო ექსპორტის ზრდა, ასევე, სავაჭრო ბრუნვა.

ექსპორტი გაიზარდა 31.%-ით და შეადგინა 5.6 მილიარდი დოლარი, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 33.%-ით არის გაზრდილი და შეადგინა თითქმის 20 მილიარდი დოლარი, უფრო ზუსტად 19.2 მილიარდი დოლარი, რომელიც ასევე რეკორდული მოცულობაა.

ბოლო წლებში იზრდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების მქონე ქვეყნებთან  ვაჭრობა.

 ამჟამად საქართველოს ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე 45 ქვეყანასა და ერთ დამოუკიდებელ საბაჟო ტერიტორიაზე (ჰონგ-კონგი) გადის. ეს გახლავთ მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3, 2.3 მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ინოვაციებზე, ახალ ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე დაუფძნებული ეკონომიკის განვითარებაა.

“ინოვაციების სააგენტო საგრანტო პროგრამების ფარგლებში მუშაობს აქტიურად. დღემდე 35 მილიონი ლარით დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. შედეგად ბენეფიციარებმა 120 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს და მოიზიდეს 330 მილიონ ლარამდე კერძო ინვესტიცია და შეიქმნა 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. ეს არის ძირითადად ახალგაზრდების მიერ წამოწყებული სტარტაპები, ჩვენ ვეხმარებით და კიდევ უფრო მეტად დავეხმარებით ამ მიმართულებას“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა