მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ელექტროენერგიაზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით ენერგეტიკის განვითარების ფონდი უშუქოდ დარჩენილი დასახლებების სიაზე მუშაობს

news image
mbc image

ელექტროენერგიაზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით ენერგეტიკის განვითარების ფონდი უშუქოდ დარჩენილი დასახლებების სიაზე მუშაობს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული. 

დეპუტატმა სამინისტროს კითხა, იგეგმება თუ არა ხევსურეთის სოფლებში ელექტროენერგიის პრობლემის მოგვარება

„მოცემულ ეტაპზე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ საკუთარი რესურსით ახორციელებს უშუქოდ დარჩენილი დასახლებების ხელახალ შესწავლას, რაც, მათ შორის, მოიცავს ხევსურეთსაც. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შედგება განახლებული სია და ამის შემდეგ გადაწყდება, რა ღონისძიებების შეიძლება გატარდეს უშუქოდ დარჩენილი ოჯახებისათვის ელექტროენერგიაზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, განისაზღვრება დონორი ორგანიზაციების, კერძო კომპანიებისა თუ სახელმწიფოს როლი ამ ღონისძიებების გატარებაში“, - აღნიშნულია რომეო მიქაუტაძის მიერ საკანონმდებლო ორგანოში გადაგზავნილ პასუხში. 

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, საქართველოში ელექტროენერგიის ქსელთან წვდომის გარეშე დარჩენილი დასახლებების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება განხორციელდა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში:

2012-2013 წლებში USAID-მა განახორციელა 4 სოფლის ელექტრიფიცირების სამუშაოები; 2013-2016წწ ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებებით პროექტის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში 29 უშუქო სოფელი ჩაერთო ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში; ამავე პროექტის ფარგლებში სოფელ მუცოში აშენდა 100 კილოვატიანი ჰიდროელექტროსადგური;

2019 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებით განხორციელდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ხალდესა და ჰეშკილის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით ელექტროგადამცემი ხაზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა;

2019 წელს USAID ენერგეტიკის პროგრამამ, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ტექნიკური დახმარების ფარგლებში მოახდინა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის აღწერა, გამოავლინა 760 ასეთი ოჯახი და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციების შედეგად 207 მუდმივად მცხოვრებ ოჯახს დაუმონტაჟდა 1 500 ვატის სიმძლავრის მზის პანელები შესაბამისი აღჭურვილობით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა