მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.6%-ით გაიზარდა -  Galt & Taggart

news image
mbc image

2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.6%-ით გაიზარდა. ზრდა საცალო (+4.9% წ/წ) და პირდაპირი მომხმარებლების (+4.9% წ/წ) გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. როგორც Galt & Taggart-ის ანგარიშშია აღნიშნული, აფხაზეთის რეგიონში მოხმარების კლების ტენდენცია შენარჩუნდა (-5.6% წ/წ). აღსანიშნავია, რომ პირდაპირი მოხმარების ზრდა კრიპტო-მაინინგის და მეტალურგიის გააქტიურების შედეგია და ზრდის გაგრძელება მოსალოდნელია.

„ადგილობრივი გენერაცია წლიურად 3.9%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მოცულობა 23.9%-ით შემცირდა. ეს დინამიკა ჰიდროსადგურების მზარდი გენერაციის შედეგია (+13.5% წლიურად), რაც თავის მხრივ უხვი ნალექის დამსახურებაა. გაზრდილმა ჰიდროგენერაციამ თბოსადგურების საჭიროება შეამცირა. შედეგად, თბოგენერაცია წლიურად 26.3%-ით შემცირდა 2024 წლის პირველ ნახევარში და ჯამური გენერაციის 15.9% შეადგინა. ამასთან, ექსპორტი შარშანდელ დონეზე შენარჩუნდა - 757 გვტ.სთ (წლიურად მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა)“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.

როგორც ცნობილია ბოლო პერიოდში გამოცხადდა განახლებადი ენერგიის მეორე აუქციონის გამარჯვებული პროექტები.

გამარჯვებულია 63 პროექტი, მათ შორის 32 ჰიდრო მოდინებაზე (183.2 მგვტ), 8 ჰიდრო მარეგულირებელი 1-4 სთ. (53.0 მგვტ), 6 ჰიდრო მარეგულირებელი 4-8 სთ. (130.6 მგვტ), 10 მზის (239.8 მგვტ) და 7 ქარის სადგური (204.2 მგვტ). აუქციონში გამარჯვებულთა შორის CFD ფასები მერყეობდა კვტ.სთ-ზე 4.68 - 7.74 აშშ ცენტის ფარგლებში. ყველაზე დაბალი ფასი მზის სადგურის პროექტზე დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი კი 4-8 საათამდე მარეგულირებელ ჰიდრო სადგურზე. CFD პრინციპის მიხედვით, გამარჯვებული კომპანიები ესკოსგან მიიღებენ დღით-ადრე ბაზარზე დაფიქსირებულ ფასსა და კონტრაქტით განსაზღვრულ ფასს შორის სხვაობას.

„განახლებადი ენერგიის სიმძლავრის აუქციონი აღარ გამოცხადდება, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სამი აუქციონის გამოცხადება იყო დაგეგმილი. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, პროექტების განხილვის პროცესი გამარტივდება და ცალკეულ პროექტებს აუქციონის გარეშე, მემორანდუმის გზით შეეძლებათ სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმება. ინიციატივის მიხედვით, მეორე აუქციონზე მიღებული მედიანური ტარიფი განისაზღვრება, როგორც კონკურენტულ პირობებში მიღებული ფასი და მემორანდუმის პირობები მასზე იქნება დაფუძნებული“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა