მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ელექტროენერგიის ბირჟის ეტაპობრივი გახსნაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა - რა განიხილეს

news image
mbc image

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ელექტროენერგიის საბითუმო ბირჟის ეტაპობრივი გახსნის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ეტაპობრივი გახსნის მოდელის შერჩევა იმ გარემოებებითაც იყო ნაკარნახევი, რომ არ მომხდარიყო ეკონომიკის დაზიანება და ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვანი რყევები, რაც საბოლოოდ ყველა სექტორზე ნეგატიურად აისახება. ლევან დავითაშვილის თქმით, რეფორმის ფარგლებში გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა პროცესში ჩართულ მხარეებთან, დაიწყო როგორც მიმწოდებლების, ისე მომხმარებლების მომზადება  და ძალიან დიდი სამუშაო იქნა  გაწეული ელექტროენერგიის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით.  

„ბირჟის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ წარიმართება ბირჟაზე  ვაჭრობა, როგორ დაგროვდება კომპეტენციები და უფრო მეტად ვიქნებით მზად მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად. აღნიშნული რეფორმა კომპლექსურია და უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოების, მათ შორის, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს. ამდენად, ჩვენ ვიქნებით ფრთხილი ყოველი მორიგი ნაბიჯის გადადგმისას, რათა საბოლოო შედეგმა ხელი შეუწყოს საქართველოს განვითარებას, გაზარდოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და უზრუნველყოს ქვეყნის ენერგეტიკის მდგრადი განვითარება,"  - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

შეხვედრაზე საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა ირაკლი გალდავამ წარადგინა პრეზენტაცია ბაზრის გარდამავალ მოდელთან დაკავშირებით, სადაც ყურადღება გაამახვილა ახალ შესაძლებლობებზე და განმარტა გარდამავალ მოდელში ვაჭრობის ძირითადი პრინციპები.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდება, რაც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე. აქედან გამომდინარე, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გარდამავალი მოდელის ფარგლებში, საბალანსო ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის გაანგარიშება ყოველთვიურად მოხდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2024 წლის პირველი ივლისიდან ბაზრის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ელექტროენერგიით ვაჭრობა განახორციელონ დამატებით პლატფორმებზე და თავის მხრივ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს „სამიზნე მოდელზე" გადასვლას. 

პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრის მონაწილე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა წარადგინეს თავისი ხედვები ბირჟის გარდამავალი მოდელის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ისეთი მექანიზმების დანერგვის მნიშვნელობას, რომელიც გაზრდის ბირჟაზე ვაჭრობის მოტივაციას. მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, ეტაპობრივად განიხილოს ცვლილებების შესაძლებლობები ბაზრის გარდამავალ მოდელში.

შეგახსენებთ, რომ ელე;ქტროენერგიის ბირჟის ამოქმედება ამ დრომდე 6-ჯერ გადაიდო. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა