ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებისთვის ეტაპობრივად, უმოკლეს ვადაში სრულად აღდგება | განცხადება
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა-სსე/Georgian State Electrosystem-GSE განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ.
,,დღეს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობროვ აღუდგა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და თბილისის დიდ ნაწილს. ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას", - წერს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა.
სხვა სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, ავტომატურად შეჩერდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სატუმბო სადგურების ფუნქციონირება, რის გამოც თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობის ნაწილს შესაძლოა შეეზღუდოს ან დაბალი წნევით მიეწოდოს წყალი - GWP
24.07.2026.01:45
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი Georgian Water and Power განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ.