მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Emaar Properties/Eagle Hills - ის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი გზავნილია გლობალური ინვესტორებისთვის, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი გრძელვადიანი ინვესტირებისთვის - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც ადგილზე გაეცნო საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანიების Emaar Properties - ის და Eagle Hills-ის განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. კომპანია Emaar Properties - ის დამფუძნებლის მოჰამედ ალაბარის მიერ დაფუძნებული კომპანია Eagle Hills-ი, რომელიც შექმნილია მასშტაბური საერთაშორისო პროექტებისთვის, საქართველოში უძრავი ქონებისა და ტურისტულ სექტორებში რეკორდულ ინვესტიციას განახორციელებს 6 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით.   

უშუალოდ საამიროებში Emaar Properties- ისა და Eagle Hills - ის მსხვილ პროექტებს განეკუთვნება დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ბურჯ-ხალიფა, დუბაი მოლი, ფეშენებელური დეველოპერული კომპლექსი რამანის კუნძულებზე აბუ-დაბიში, პროექტები Dubai Marina - ს ელიტურ საკურორტო ზონასა და სხვ.     

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი Emaar Properties/Eagle Hills - ის   დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს მოჰამედ ალაბარს შეხვდა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრის მოადგილემ განაცხადა, Eagle Hills - ის ინვესტიცია უპრეცედენტოა და მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში აქამდე არ განხორციელებულა. მისი თქმით, ისეთი მაღალი კლასის ჯგუფის შემოსვლა საქართველოში, როგორიცაა „Emaar" - ი, მნიშვნელოვანი გზავნილია გლობალური ინვესტორებისთვის, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი და საინტერესო ქვეყანა გრძელვადიანი ინვესტირებისთვს. 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა „Emaar" - თან მოლაპარაკებას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა. „დაიწყება პროექტების განვითარების მეორე ფაზა, რომლის ფარგლებში კომპანია დააფუძნებს წარმომადგენლობას საქართველოში. შემდეგ, მოხდება მუშაობა გენერალურ გეგმარებასა და სანებართვო პირობებზე. ვფიქრობთ, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაიწყება სამუშაოები ორივე ლოკაციაზე," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.  

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, Emaar - ი და Eagle Hills მსოფლიოს 15 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ინვესტიციას ახორციელებს, მისი პოლიტიკაა, მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსები. მისი თქმით, შედეგად, როგორც სამშენებლო, ასევე არქიტექტურული და  ურბანული მიმართულებით, კომპანიის საერთაშორისო კლასის სპეციალისტებთან ერთად, აქტიურად იქნებიან ჩართულები ადგილობრივი პროფესიონალები და კომპანიები, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება საქართველოს ეკონომიკაში. „ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ე.წ. ხარისხიანი ინვესტიციების შემოსვლაზე. ამჯერად შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის ხარისხიანი ინვესტიცია, როდესაც ფინანსურ ნაკადთან ერთად შემოდის მაღალი კლასის კვალიფიკაცია, გამოცდილება, ახალი ტექნოლოგიები და სხვ," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა