მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ემიგრაცია, მუშა ხელის დეფიციტი, გაზრდილი ხარჯები და რუსეთ-უკრაინის ომი - ეკონომიკის საფრთხეები pmcg

news image
mbc image

PMC-ის კვლევითი ცენტრის „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ ბიულეტენში, რომელიც ქართველი ეკონომისტების გამოკითხვის საფუძველზე მომზადდა, საქართველოს ეკონომიკურ კლიმატზე საინტერესო მიგნებები გამოიკვეთა. 

გამოკითხვის ფარგლებში ეკონომისტებმა ასევე შეაფასეს საქართველოს ეკონომიკისთვის ამჟამად არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეები.

  • მუშახელის დეფიციტი საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მაღალ საფრთხედ შეაფასა გამოკითხულთა 36%- მა, ხოლო მაღალ საფრთხედ - 57%-მა. 
  • გარდა ამისა, გამოკითხულ ეკონომისტთა თითქმის 78%- მა ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლები მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ დაასახელა.
  • გამოკითხულ ეკონომისტთა ნახევარმა (50%) ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის.
  • ანალოგიურად, რესპონდენტთა 50% მიიჩნევს, რომ ცხოვრების ხარჯების ზრდა მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის.
  • ამავდროულად, ეკონომისტების 50% ფიქრობს, რომ ინფლაციური რისკები საერთოდ არ არის საფრთხე ან მხოლოდ დაბალ საფრთხეს წარმოადგენს. 
  • რესპონდენტთა 29%-მა გაცვლითი კურსის მერყეობა დაბალ საფრთხედ შეაფასა.

სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 3,5% იქნება, თუმცა ივლისის განახლებაში IMF ხაზს უსვამს გარკვეულ რისკებს.

ქართველმა ეკონომისტებმა შეაფასეს, რომელ რისკებს თვლიდნენ საფრთხედ საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც, სავალუტო ფონდის პროგნოზით, 4% იქნება.

  • გამოკითხულთა 64%-მა დაასახელა გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია, როგორც მაღალი ან ძალიან მაღალი რისკის ფაქტორი საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის. 
  • ამავდროულად, გამოკითხულ ეკონომისტთა 86% ფიქრობს, რომ ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირება და თურქეთიდან იაფი იმპორტი ზომიერ ან მაღალ რისკს წარმოადგენს.
  • 2023 წლის მესამე კვარტალში გამოკითხულ ეკონომისტთა 57% გაზრდილ ვალს საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის დაბალ რისკად აფასებს.

„საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ პიემსი კვლევითი ცენტრის (PMC RC) პროდუქტია. ამ ბიულეტენში, რომელიც Ifo ინსტიტუტის მეთოდოლოგიას ეყრდნობა, განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით*. აღნიშნული გამოცემისთვის კვლევა ჩატარდა 2023 წლის სექტემბერში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა