ენერგეტიკა იყო, არის და იქნება ამ ქვეყნის ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენი - მაია მელიქიძე
ენერგეტიკა იყო, არის და იქნება ამ ქვეყნის ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ განაცხადა.
„კრიტიკულად მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ იმიტომ რომ ენერგეტიკა იყო, არის და იქნება ამ ქვეყნის ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენი. გადამწყვეტი არის სწორედაც საქართველოს როლი ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ვინაიდან, ჩვენს სამეზობლოში, ჩვენ ვითვლებით რომ ვართ უმდიდრესი ქვეყანა განახლებადი ენერგოწყაროების თვალსაზრისით და ჩვენი თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან არის გადამწყვეტი. მითუმეტეს აზერბაიჯანთან ვინაიდან აზერბაიჯანმა ძალიან მოკლე ვადაში განახორციელა უამრავი პროექტი მზის ელექტროენერგიის განვითარების მიმართულებით და ბუნებრივია აქვს ამბიცია იმისა რომ წარმოებული ელექტროენერგია საქართველოს ტერიტორიის გავლით გაიტანოს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გამოყენებით სწორედაც ევროპულ ბაზარზე. ჩემთვის ნამდვილად მისასალმებელია ის მინისტერიალი რომელიც ახლა მიმდინარეობს იმიტომ რომ ძალიან მაღალი რანგის შეხვედრების გარდა მე ვხედავ რომ წარმოდგენილნი არიან აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, ამასთანავე საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. ესენი არიან სწორედაც ის ინსტიტუციები, რომლებიც საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ და მომავალშიც განახორციელებენ, საუბარია ბუნებრივია მსხვილ პროექტებზე. რაც შეეხება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს და ამასთანავე მეორე მნიშვნელოვან პროექტს ეს არის მწვანე ენერგიის დერეფანი, ეს საქართველოს სძენს არამარტო ეკონომიკური თვალსაზრისითა უქმნის წინაპირობას რომ დოვლათი უზრუნველყოს და დააგენერიროს, არამედ მის მნიშვნელობას და როლს უფრო ამძაფრებს რეგიონში იმ უბრალო მიზეზის გამო , რომ საქართველო ყალიბდება ერთ-ერთ გამტარად, დერეფნად, აზიასა და ევროპას შორის ყოველთვის ვიყავით დამაკავშირებელი, მაგრამ ახლა უკვე ეს დაკავშირება არის ძალიან ქმედითი. ამას ემსახურება ის რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი არის, უკვე გადავდივართ სამშენებლო ეტაპზე უახლოეს პერიოდში, გაცილებით უფრო მსხვილი პროექტი არის უკვე მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტი. ერთ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას არამხოლოდ აზერბაიჯანისთვის და საქართველოსთვის, არამედ ზოგადად ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული სამყაროსთვისაც ვინაიდან, ისინიც განიხილავენ ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას და ბუნებრივია ის შესაძლებლობა რომელსაც მას საქართველოს და ზოგადად კავკასიის რეგიონი აძლევს მათთვისაც ნიშნავს იმას რომ მათაც ექნებათ დივერსიფიცირებული სწორედაც ეს ენერგოწყაროების მხრივ ელექტროენერგიის გენერაცია. ძალიან კრიტიკული არის გენერაციის ნაწილი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა გავამახვილოთ ამასთანავე ყურადღება და ეს გახლავთ ელექტროენერგიის გენერაცია, მისი დასაწყობება ანუ შეგროვება და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისათვის რომ ჩვენ გავხდეთ ენერგეტიკული თვალსაზრისით დამოუკიდებელი და ისიც უნდა ვთქვა რომ ზაფხულმა გაუსწრო ზამთარს მოხმარების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი რომ დავაბალანსოთ არსებითად მნიშვნელოვანია ახლა ვიმუშაოთ სწორედაც იმ პოლიტიკაზე , რომელზეც სომხეთმა დაიწყო მუშაობა და უახლოეს პერიოდში სხვათაშორის აზერბაიჯანიც გადავა. ეს არის ელექტროენერგიის შემნახველების ნაწილი, რაც არის რეალურად ხვალინდელი დღე ენერგეტიკის განვითარებისა. თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ ზოგადად ეს შესაძლებლობა, რომელიც არამარტო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის, არამედ მეორე პროექტის ფარგლებშიც ეძლევა ჩვენს ქვეყანას აძლევს შემოსავლის ძალიან სერიოზული ზრდის შესაძლებლობას ჩვენს რეალობაში იმიტომ რომ ტარიფი, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას გაცილებით უფრო მაღალი არის ბუნებრივია ევროპულ სამყაროში და ისინი ახლა განიცდიან სწორედაც დეფიციტს ენერგეტიკული თვალსაზრისით ამიტომ, ეს მოცემულობა ჩვენ კიდევ ერთხელ გვაძლევს ხელს იმისათვის რომ სწორად მოვახდინოთ ჩვენი ენერგობაზრების დივერსიფიკაცია, არამხოლოდ თურქეთი განვიხილოთ, როგორც აქამდე იყო, არამედ ევროპული ბაზარიც მათ შორის“, - აცხადებს მაია მელიქიძე.
სხვა სიახლეები
TOP 5 ქვეყანა სადაც საქართველო ნატურალურ წვენებს ყიდის
09.07.2026.15:00
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველომ ექსპორტზე 14 212.8 ათასი დოლარის ღირებულების 9 011.5 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაიტანა, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლებით 11 687.1 ათასი დოლარის ღირებულების 6 880.5 ტონა წვენი. ეს კი ნიშნავს, რომ ღირებულებით ნაწილში ზრდა 21.61%-ია, ხოლო მოცულობების კუთხით 31%-იანი.
2026 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლებით საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ნატურალური წვენების ექსპორტი აშშ-ში განახორციელა.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ხილისა და ბოსტნეულის წვენებს ყიდის:
• აშშ - 1 953.7 ტონა;
• ავსტრალია - 1 817.4 ტონა;
• გერმანია - 1 211.6 ტონა;
• რუსეთი - 1 090.1 ტონა,
• იაპონია - 324.6 ტონა.