მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.4
-0.0072
flag
AZN 1.5344
-0.0001
flag
CNY 38.879
0.0013
flag
EUR 3.0084
-0.0013
flag
GBP 3.5126
-0.0029
flag
KZT 58.63
0.0036
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6081
-0.0004
news banner

ენერგეტიკა საქართველოსთვის მხოლოდ ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი არ არის, ენერგეტიკა არის დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური ძალა - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„ეს დღე არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, შევაფასოთ ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელობა და ავღნიშნოთ იმ ადამიანების როლი და დამსახურება, რომელთა ყოველდღიურ თავდაუზოგავ შრომასა და პროფესიონალიზმზეც დგას ეს მნიშვნელოვანი დარგი", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ესწრებოდა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ენერგეტიკა ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია, რომლის გამართული მუშაობა ხშირად უხილავია, მაგრამ მისი ერთი მცირე შეფერხებაც კი მთელი ქვეყნისთვის მყისიერად ხდება ხილული.

„თქვენი პროფესია არ არის მხოლოდ დარგობრივი საქმე. ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკური აქტივობის უწყვეტობასა და თითოეული ოჯახის ყოველდღიურობაზე. სწორედ ამიტომ, ენერგეტიკოსის შრომას განსაკუთრებული ფასი აქვს. ენერგეტიკა საქართველოსთვის მხოლოდ ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი არ არის. ენერგეტიკა არის დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური ძალა.

ჩვენ კარგად გვახსოვს, რას ნიშნავდა ენერგეტიკულად სუსტი საქართველო. გვახსოვს ქვეყანა, სადაც ელექტროენერგიის ნაკლებობა ყოველდღიური ცხოვრების სტანდარტული პრობლემა იყო. ამიტომ, ჩვენთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება თეორიული მიზანი არ არის, ეს არის ეროვნული ამოცანა. საქართველო აღარ უნდა იყოს ენერგეტიკულად მოწყვლადი ქვეყანა. საქართველო უნდა იყოს ენერგეტიკულად ძლიერი, თვითკმარი და რეგიონული მნიშვნელობის სახელმწიფო" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გასული ერთი წლის განმავლობაში უფრო მკაფიოდ გამოჩნდა ენერგოსისტემის ძლიერი მხარეები, მისი სისუსტეები, შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლებზეც სახელმწიფომ წინასწარ უნდა იზრუნოს.

„დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენ ვიცით, სად მივდივართ. გვაქვს მკაფიო ხედვა, გეგმა და გვაქვს ამბიცია, რომლის მასშტაბიც საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობების რეალურ პოტენციალს შეესაბამება. ამ ხედვის პირველი საყრდენი არის გენერაცია. 2026 წელს დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარის და სამი მზის პროექტის მშენებლობა" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველო კიდევ უფრო ამყარებს საკუთარ პოზიციას, როგორც კასპიის ენერგორესურსების ევროპისკენ ტრანსპორტირების საიმედო მარშრუტი - მარიამ ქვრივიშვილი

17.09.2026.12:20

„ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ენერგიის მწარმოებელი, გამტარი და დამაკავშირებელი სახელმწიფო. ქვეყანა, რომელიც კასპიის რეგიონს, შავ ზღვასა და ევროპას ერთ ენერგეტიკულ სივრცეში აკავშირებს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ პროექტზე - შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ ხაზზე.

„წელს პროექტს ევროკავშირის ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიენიჭა. წლის ბოლომდე გამოცხადდება ტენდერი შავი ზღვის ფსკერის კვლევაზე. მაგრამ ჩვენი ხედვა მხოლოდ ერთ კაბელს არ ეხება. ჩვენ ვმუშაობთ უფრო დიდ სურათზე, ვმუშაობთ „მწვანე დერეფნის პროექტზე" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესში ქვეყანა აძლიერებს თანამშრომლობას აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ბულგარეთთან და რუმინეთთან. მისი თქმით, სწორედ ეს არის საქართველოს ახალი ენერგეტიკული როლი.

„ამავე სტრატეგიის ნაწილია ნავთობისა და გაზის სექტორიც. აზერბაიჯანის მთავრობასთან მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, მიმდინარე წელს, მივაღწიეთ შეთანხმებას „ბაქო-სუფსის" ნავთობსადენის სრული დატვირთვით ამოქმედებაზე. ეს არის ეკონომიკური სარგებელიც და სტრატეგიული ფუნქციაც. საქართველო კიდევ უფრო ამყარებს საკუთარ პოზიციას, როგორც კასპიის ენერგორესურსების ევროპისკენ ტრანსპორტირების საიმედო მარშრუტი" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა