მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.2
0.013
flag
AZN 1.5389
0.0019
flag
CNY 38.92
0.0052
flag
EUR 3.0333
-0.0079
flag
GBP 3.5407
-0.0063
flag
KZT 56.67
0.0018
flag
TRY 0.0542
-0.0001
flag
USD 2.6156
0.0031
news banner

ენერგეტიკის სექტორის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ენერგეტიკის სექტორის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

„ენერგეტიკის სექტორის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს მნიშვნელობა რა თქმა უნდა არა მხოლოდ ეკონომიკურ გაძლიერებაზე გადის, არამედ ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზეც.

რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობა და ყურადღება გამოვიჩინოთ აღნიშნული პროექტებისადმი, ისევე როგორც სხვა პროექტებისადმი იმისთვის რომ ყოველწლიურად, სახელმწიფომ კერძო სექტორთან ერთად უზრუნველყოს საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ზრდა.

ამას აქვს ობიექტურად სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს საქართველოში გენერირებული ელექტროენერგია იმ მოცულობის, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ჩვენსავე საჭიროებას.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ენერგეტიკის სექტორში ჩვენ გვექნება ძალიან ხელშესახები შედეგები, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ზოგადად ჩვენს ქვეყანას ძალიან გააძლიერებს", - აღნიშნა მინისტრმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა l ზურაბ სიჭინავა

01.09.2026.12:39

„ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა" - აცხადებს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორი ზურაბ სიჭინავა.

პორტის ტერიტორიაზე ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს Jan De Nul ჯგუფის ფლოტის ორი გემი - Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად განახორციელებენ.

„ერთი თვის წინ შემოვიდა Tristao Da Cunha - ესეც Jan De Nul ჯგუფის დამღრმავებელი გემია, რომელმაც დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის ტალღმტეხელის ძირში დაღრმავებითი სამუშაოების განხორციელება უზრუნველყო, ახლა კი გადაინაცვლა ანაკლიის შემოსასვლელი არხის და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავებითი სამუშაოების განსახორციელებლად. Al-Idrisi და Tristao Da Cunha სამუშაოებს ერთობლივად ახორციელებენ, რის შედეგადაც ანაკლიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება", - აცხადებს ზურაბ სიჭინავა.

მისივე განმარტებით, პარალელურად, ხმელეთის მხარეს ტალღმტეხელის ტანის მშენებლობა მიმდინარეობს.

„საბოლოოდ, 1376 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი აშენდება. ტალღმტეხელი და ზღვის ფსკერი, რომელიც დაღრმავებული იქნება 17,5 მეტრამდე, იძლევა შესაძლებლობას, მივიღოთ შავ ზღვაში მცურავი ყველაზე მძიმე ტვირთამწეობის გემები. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით დასრულდება" - აღნიშნა „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ ანაკლიის პორტის განვითარება "ლენდლორდის" მოდელით გადაწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ფლობს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო პარტნიორები ავითარებენ ხმელეთის მხარეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა