[ენერგეტიკის სექტორში] ვხედავთ ინვესტორების აქტიურობას, ვხედავთ ბევრ გაფორმებულ მემორანდუმს, დაწყებულ პროექტს და ეს რომ გადაითარგმნა დაკრედიტების ზრდაში უკვე ნიშნავს, რომ პროექტები იწყება და აღარ არის მხოლოდ კვლევის ეტაპი - მარიამ ჩახვაშვილი
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წლიურად 30%-ით არის გაზრდილი. Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსის მარიამ ჩახვაშვილის შეფასებით ენერგეტიკის სექტორი გააქტიურებულია. ,,სექტორი გააქტიურებული არის. ვხედავთ ინვესტორების აქტიურობას, ვხედავთ ბევრ გაფორმებულ მემორანდუმს, დაწყებულ პროექტს და ეს რომ გადაითარგმნა დაკრედიტების ზრდაში უკვე ნიშნავს, რომ პროექტები იწყება და აღარ არის მხოლოდ კვლევის ეტაპი, უკვე გადავიდნენ მშენებლობის ეტაპზე, რაც ნიშნავს რომ უახლოეს ორ-სამ წელიწადში უნდა ველოდოთ უკვე დადგმული სიმძლავრეების ექსპლუატაციაში შესვლას, ამოქმედებას და იმედია მალე გადაითარგმნება ეს იმპორტის შემცირებაში, გაზრდილ ინვესტიციებში, სამუშაო ძალაში და ასე შემდეგ. ჩვენი ინფორმაციით, ძირითადად ეს არის განახლებადი ენერგიის პროექტები, უმეტესად ქარის სადგურები გვაქვს ბევრი, არის მოდინებაზე ჰიდროსადგურები, რამდენიმე მზის სადგურიც შეიძლება შეგხვდეს ამ სიაში და ეს არის ძირითადი განმაპირობებელი ამ ზრდის. კარგი არის რომ დივერსიფიცირებული არის ის პორტფელი, რომელიც შენდება და უკვე მრავალფეროვნება გვექნება, კარგი არის რომ ქარის სადგურები გვაქვს, რომელიც ზამთრის დეფიციტის დაკმაყოფილებაში უფრო მეტად გვეხმარება და უფრო მეტად დაგვეხმარება იმპორტის შემცირებაში”, - ამბობს მარიამ ჩახვაშვილი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ადგილობრივ დონეზე იქნება კიდევ უფრო მზარდი მომავალი წლების განმავლობაში - მაია მელიქიძე
26.08.2026.21:05
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წლიურად 30%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის თქმით, ქვეყანას საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია ჰიდროს, მზის, ქარის მიმართულებით ვაწარმოოთ სუფთა, მწვანე ენერგია ბუნებრივია დაინტერესება და მოთხოვნა ინვესტორების მხრიდან საკმაოდ მაღალია.
„ენერგეტიკა კაპიტალტევადი დარგია. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს ქვეყანას საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია ჰიდროს, მზის, ქარის მიმართულებით ვაწარმოოთ სუფთა, მწვანე ენერგია ბუნებრივია დაინტერესება და მოთხოვნა ინვესტორების მხრიდან საკმაოდ მაღალია. ჩვენთვის ნამდვილად მისასალმებელია ის რომ კერძო სექტორმა ამხელა მნიშვნელობა მიანიჭა და ინვესტიციები განახორციელა და ბუნებრივია ის 30%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით დაკრედიტებასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნისას, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის დონეზე და მსოფლიო დონეზე იმ მნიშვნელობას, რომ ელექტროენერგია დროთა განმავლობაში ხდება კიდევ უფრო მოთხოვნადი პროდუქტი და საქართველოს ენიჭება ის მნიშვნელობა რომ ინვესტიციები, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ადგილობრივ დონეზე იქნება კიდევ უფრო მზარდი მომავალი წლების განმავლობაში“, - ამბობს მაია მელიქიძე.