მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია - რომეო მიქაუტაძე

news image
mbc image

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმზე „მდგრადი განვითარება: მწვანე, ჭკვიანი, ბიზნეს - მეგობრული" სიტყვით გამოვლისას. მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო თემატურ სესიაში „მწვანე ურბანული მომავალი და ენერგომოხმარების ტენდენციები, მწვანე ეკონომიკა". 

რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ჩვენ ტექნოლოგიურად განვითარებულ ეპოქაშივცხოვრობთ, რაც ენერგიის მზარდ მოხმარებას იწვევს, ზრდის ეს დინამიკა კი წარმოშობს გამოწვევებს, რომელთა დასაძლევად უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი განახლებადი ენერგორესურსების ათვისება. მისი თქმით, ზამთრის სეზონზე - სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით - საქართველოს ენერგომოხმარების დიდი ნაწილი იმპორტირებული რესურსებიდან იფარება, რაც ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა.  

„ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულებები, რომელთა შორისაა ქვეყნის მთლიან ენერგოკალათაში ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ზრდა, ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარება, სათბური გაზების ემისიის შემცირება და ა.შ. ენერგეტიკა ეკონომიკის ყველა სხვა დარგის მამოძრავებელი ძალაა, ამდენად, მისი განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით, შეიმუშავა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების წახალისების სქემა, რომლის ფარგლებშიც პირველი აუქციონი უკვე ჩატარდა.

„ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერის სქემის განვითარებით ჩვენ შევძლებთ, ვუპასუხოთ დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს და დეფიციტური ქვეყნიდან პროფიციტული ენერგოქვეყანა გავხდეთ. ჩვენ საკუთარი ჰიდრორესურსების მხოლოდ 22 პროცენტამდე გვაქვს ათვისებული მაშინ, როდესაც ევროპაში ეს მაჩვენებელი მინიმუმ 60 პროცენტია," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. მისი თქმით, ენერგეტიკული, განსაკუთრებით, ჰიდრორესურსების უფრო ინტენსიური ათვისება დამატებით სამუშაო ადგილებისა, გადასახადებისა, ეკონომიკური ზრდისა, ინფრასტრუქტურის განვითარებისა, ხელს შეუწყობს ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებას, რადგან ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოეფექტურობის კანონების აღსრულების საკითხებზე, რაც, თავის მხრივ, სამშენებლო პოლიტიკაზეც აისახება. კერძოდ, მუშავდება ენერგოეფექტური შენობების სტანდარტები, რომლებიც ეკოლოგიისთვის და ურბანული სივრცისთვის გაცილებით უსაფრთხოა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა