ენერგეტიკული უსაფრთხოება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მსხვილი ბლოკია, საქართველომ როგორც ენერგიის სატრანზიტო ქვეყანამ და ენერგეტიკულმა ჰაბმა ეს ყველაფერი უსაფრთხოდ უნდა გაატაროს იმიტომ, რომ ენერგიის ტრანზიტის შედეგად ქვეყანას გააჩნია საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი | დავით ნარმანია
ენერგეტიკული უსაფრთხოება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მსხვილი ბლოკია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გააჩნია საკმაოდ მდიდარი ენერგეტიკული რესურსები, მეორეს მხრივ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად და ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან ერთად ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გავხდეთ ენერგეტიკულად კიდევ უფრო მეტად თვითკმარი ანუ გვქონდეს ჩვენი საკუთარი მეტი ენერგია საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, საქართველომ როგორც ენერგიის სატრანზიტო ქვეყანამ და ენერგეტიკულმა ჰაბმა, ეს ყველაფერი უსაფრთხოდ უნდა გაატაროს იმიტომ, რომ ენერგიის ტრანზიტის შედეგად ქვეყანას გააჩნია საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი.
„საქართველო არის ენერგიის სატრანზიტო ქვეყანა, შესაბამისად ენერგია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით ვატარებთ მეზობელი აზერბაიჯანიდან, ევროპის მიმართულებით, ან ენერგიის გაცვლა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან ექსპორტ-იმპორტი, სომხეთთან და ა.შ. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმ საჭიროებებიდან, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არის და ჩვენ, როგორც ენერგიის სატრანზიტო ქვეყანამ და ენერგეტიკულმა ჰაბმა, ეს ყველაფერი უსაფრთხოდ უნდა გავატაროთ იმიტომ, რომ ენერგიის ტრანზიტის შედეგად, ჩვენს ქვეყანას გააჩნია საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი.
დღევანდელ ფორუმზე ჩვენი მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას, რომლებთანაც ჩვენ ხშირად ვცვლით ხოლმე ინფორმაციას, გამოცდილებას და ვუზიარებთ ერთმანეთს როგორ დავაახლოოთ პროცედურები, როგორ გავაკეთოთ ჰარმონიზაცია ერთმანეთთან, ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან და ამ თვალსაზრისით, ჩვენ საკმაოდ წინ ვართ წასული. ჩვენი ენერგეტიკული კანონმდებლობის ძალიან დიდი ნაწილი უკვე ჰარმონიზებული გვაქვს ევროპის კანონმდებლობასთან და ამით ჩვენ ნელ-ნელა ვამზადებთ თავის დროზე როცა შავი ზღვის კაბელი შევა ექსპლუატაციაში, ჩვენი მარეგულირებელი ნორმები და წესები კიდევ უფრო მეტად იქნება ჰარმონიზებული და დაახლოებული ევროპასთან.
ბოლო სამი დღის განმავლობაში, ჩვენ 16 სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე გვექნება ენერგეტიკაში საუბარი და გვექნება ინფორმაციის და გამოცდილების ურთიერთგაცვლა, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სხვა სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოადგილეები: ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე ჩინეთის ტექნოლოგიურ კომპანიის JD.com - ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
24.09.2026.08:48
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ირაკლი ნადარეიშვილმა და გენადი არველაძემ ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტრონული კომერციისა და მიწოდების ჯაჭვის ტექნოლოგიური კომპანიის JD.com - ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები. კერძოდ, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცეთ, საკუთარი პროდუქცია JD.com - ის სავაჭრო პლატფორმის სხვადასხვა პრემიუმ ჩამონათვალში განათავსონ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და მომზადდება სამოქმედო გეგმა სავაჭრო პლატფორმაზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით.
JD.COM-ის ძირითადი მიმართულებებია ონლაინ-ვაჭრობა, ლოგისტიკა და მიწოდების ქსელი, ინდუსტრიული მომსახურება და სხვ.
შეხვედრას დაესწრო საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.