მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლება მცირე ასაკიდანვე მნიშვნელოვანია“- რომეო მიქაუტაძე

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ, დედაენის ბაღში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა - მან ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ გამარჯვებული სკოლა „დეა“ დაჯილდოვა.

როგორც რომეო მიქაუტაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კამპანია „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რადგან ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება მცირე ასაკიდანვე მნიშვნელოვანია.

„პროექტს “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში ვახორციელებთ, ის ხელს უწყობს შესაბამისი ჩვევების გამომუშავებას. ხშირ შემთხვევაში, ბავშვები მიღებულ ცოდნას თავიანთ მშობლებს უზიარებენ და მათაც მოუწოდებენ, მიიღონ ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები. შესაბამისად, კონკურსის „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ მიზანი სწორედ ახალგაზრდა თაობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებაა, რადგან ისინი ქმნიან ქვეყნის მომავალს. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის მსგავსი კონკურსები და აქტივობები საქართველოს რეგიონებშიც გაიმართა და სამომავლოდაც რეგულარულად ჩატარდება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

კამპანიის ფარგლებში თბილისის სამი სკოლა დაჯილდოვდა - მათ ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის მიმდინარეობისას ყველაზე მრავალფეროვანი, კრეატიული და მასობრივი აქტივობები მოიფიქრეს და განახორციელეს. კონკურსში მეორე ადგილი თბილისის 169-ე, ხოლო მესამე ადგილი - თბილისის 106-ე სკოლებმა დაიკავეს. მათ სერტიფიკატები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ გადასცეს.

მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში დედანის ბაღში სხვა ღონისძიებებიც გაიმართა, კერძოდ, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენა და ენერგოეფექტური ღუმელების, მზის წყლის გამაცხელებლების, მზის პანელების, ბიომასის ქვაბებისა და სხვა ტექნოლოგიური სიახლეების მუშაობის დემონსტრირება. გარდა ამ აქტივობებში მონაწილეობისა, ნებისმიერ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ინფორმაცია მიეღო ბრიკეტებისა და სხვა ენერგოეფექტური მასალების შესახებ.

ბაღში ასევე გაიმართა ენერგოეფექტური ტრანსპორტის გამოფენაც, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ენერგოეფექტური, მწვანე ავტომობილების მახასიათებლებს და ინფორმაცია მიეღოთ მათი უპირატესობების შესახებ. მდგრადი ენერგეტიკის დღე კონცერტით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ცნობიერების ამაღლების კამპანია, ისევე როგორც მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში ჩაატარა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა