მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ენერგორესურსებზე ფასების ზრდის ფონზე მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკები უფრო მკაცრ პოზიციას იკავებენ

news image
mbc image

მდგრადი ინფლაციური წნეხი და ეკონომიკის გამძლეობა ზრდის მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების შემდგომი ზრდის რისკს, მაშინ როცა ენერგორესურსებზე ფასები იზრდება და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის განმუხტვის ნიშნები ნაკლებად ჩანს.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს განაკვეთები 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა, ხოლო მომავალ კვირაში აშშ-ისა და იაპონიის ცენტრალური ბანკების ფართოდ მოსალოდნელმა სხდომებმა შესაძლოა ასევე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოიტანოს. 

ავსტრალიის სარეზერვო ბანკი წელს საპროცენტო განაკვეთი სამჯერ გაზარდა და ის 4.35%-მდე აიყვანა, რითაც გასული წლის შემცირებები სრულად გააბათილა.

განაკვეთის კიდევ ერთი ზრდის შესაძლებლობა საკმაოდ მკაფიოდ რჩება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ივლისში ინფლაციამ მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენა. 

ბაზრის მოლოდინი ამ სხდომაზე განაკვეთის ზრდისკენ იხრება.

ნორვეგიას G10-ის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს და, სავარაუდოდ, გამკაცრების ციკლის დასასრულს უახლოვდება. Norges Bank-მა, რომელიც 24 სექტემბერს შეიკრიბება, აგვისტოში განაკვეთი 4.25%-ზე უცვლელად დატოვა და აღნიშნა, რომ ინფლაცია შემცირდა. ამასთან, მეორე კვარტალში ეკონომიკა ეკონომისტების მოლოდინზე ნელი ტემპით მხოლოდ 0.3%-ით გაიზარდა. ბაზრები კი წლის ბოლომდე განაკვეთის კიდევ ერთი, 25 საბაზისო პუნქტით ზრდას ელიან.

ინგლისის ბანკი მომავალ კვირას, სავარაუდოდ, განაკვეთს 3.75%-ზე უცვლელად დატოვებს. ბაზრის ყურადღება, სავარაუდოდ, პოლიტიკის განმსაზღვრელთა კენჭისყრაზე იქნება მიმართული. ივლისში მათგან სამმა განაკვეთის ზრდას დაუჭირა მხარი.

ბაზრები აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მომავალკვირეული სხდომის წინ განაკვეთის ზრდის 50%-ზე მეტი ალბათობით ელიან, რაც მოულოდნელი გადაწყვეტილების შესაძლებლობას ტოვებს.

ბოლო ეკონომიკურმა მონაცემებმა, მათ შორის გასულ კვირაში გამოქვეყნებულმა დასაქმების ძლიერმა მაჩვენებლებმა და ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენელთა განცხადებებმა, მონეტარული პოლიტიკის უფრო მკაცრი კურსის მოლოდინი გააძლიერა.

ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ კევინ უორშმა განაცხადა, რომ ის თავს აარიდებს „წინმსწრებ მითითებებს“ , რადგან, მისი შეფასებით, ეს პოლიტიკის განმსაზღვრელთა მოქმედების თავისუფლებას ზღუდავს და საზოგადოებაში ისეთ მოლოდინებს ქმნის, რომელთა შეცვლაც შესაძლოა მოგვიანებით გახდეს საჭირო.

ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკმა ამ თვის დასაწყისში, როგორც მოსალოდნელი იყო, განაკვეთი ზედიზედ მეორე სხდომაზე გაზარდა და ის 2.75%-მდე აიყვანა. თუმცა, ბანკმა ასევე მიანიშნა, რომ ეკონომიკის პერსპექტივასთან დაკავშირებული რისკების ზრდის ფონზე, შემდგომი გამკაცრება, სავარაუდოდ, უფრო ზომიერი იქნება.

ბაზრები წლის ბოლომდე კიდევ ერთი განაკვეთის ზრდის მაღალ ალბათობას აფასებენ.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს წელს მეორედ გაზარდა განაკვეთი და ენერგორესურსებზე ფასების ზრდის ფონზე უფრო მკაცრი პოზიცია დააფიქსირა.

ბაზრები წლის ბოლომდე სულ მცირე კიდევ ერთ ზრდას და 2027 წელს დეპოზიტის განაკვეთის 3%-ზე მაღლა აწევას ელიან. თუმცა, ზოგიერთი ეკონომისტი ვარაუდობს, რომ ენერგოშოკი ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედებს და მომავალ წელს ინფლაციური წნეხის შემცირებას შეუწყობს ხელს.

კანადის ბანკმა გასულ კვირას განაკვეთები უცვლელად დატოვა, თუმცა გუბერნატორმა ტიფ მაკლემმა განაცხადა, რომ ინფლაციის მაღალ დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში ბანკს განაკვეთების რამდენჯერმე გაზრდა შეუძლია.

ეს განსხვავდებოდა მისი წინა გზავნილისგან, რომლის მიხედვითაც ინფლაციის ზრდის რისკები და ეკონომიკური ზრდის შემცირების რისკები, საერთო ჯამში, დაბალანსებული იყო.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა