ლუქსემბურგში ექსპორტი 19%-ით არის გაზრდილი
საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის სავაჭრო ბრუნვა 67%-ით არის გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში ლუქსემბურგისა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 1 155.2 ათასი დოლარის შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში 692.5 ათასი დოლარი.
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ლუქსემბურგში 19.2 ათასი დოლარის პროდუქციის ექსპორტი მოახდინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 16.1 ათას დოლარის. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლები აჩვენებს, რომ საქართველოდან ლუქსემბურგში ექსპორტი 19%-ით არის გაზრდილი.
როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული მონაცემებიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარ-მარტში ერთადერთი საექსპორტო პროდუქტი ყურძნის ნატურალური ღვინოები იყო.
ლუქსემბურგიდან საქართველოში იმპორტი 68%-ით არის გაზრდილი. 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ლუქსემბურგიდან 1 135.9 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 676.5 ათასი დოლარის.
ლუქსემბურგიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი სპეციალური დანიშნულების მანქანები და მექანიკური მოწყობილობებია.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
03.11.2026.17:10
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9047 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5970 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5970 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5973 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9047 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9108 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.