მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე მოუწევს - საბანკო ასოციაცია

news image
mbc image

ეროვნული ბანკის პროგნოზი, რომ ზაფხულის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებენ, სავარაუდოდ შეიცვლება.

საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის თქმით, სებ-ს ზომების მიღება გაცილებით ადრე მოუწევს, თუმცა კონკრეტულად რა პერიოდში, ძნელაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

შესაბამისად, როგორც საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, საპროცენტო განაკვეთებზე ცვლილება მოსალოდნელია - ლარში კლების, ხოლო უცხოურ ვალუტაში ზრდის მიმართულებით.

„ლარში სესხები პირდაპირ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზეა მიბმული. ახლა ველოდებით, როდის ექნება საშუალება ეროვნულ ბანკს, რომ შეამცირონ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. მოლოდინი იყო, რომ ქმედითი ნაბიჯი სებ-ის მხრიდან ზაფხულის შემდგომ გადაიდგმებოდა, ეს პროგნოზი გაკეთდა კიდეც, მაგრამ უფრო ადრეც შეიძლება დაიწყოს აღნიშნული პროცესი, რაც საბოლოოდ ლარში საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს, მაგრამ ეს 2-3%-ზე მეტი არ იქნება.

რეალურად ლარის მაქსიმალური გამყარება მიდის. ამასთან, ბოლო პერიოდში ინფლაციაც მცირდება. უცხოური ვალუტა შემოდის ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის ტურიზმის აღდგენის მხრივ და ინვესტიციებში დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია, რაც ლარის მიმართ ნდობას ამყარებს“, - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე

Business Insider Georgia  შეგახსენებთ, რომ რეფინანსირების განაკვეთად 11-პროცენტიან ნიშნულს ეროვნული ბანკი 2022 წლის მარტის შემდეგ მაღალი ინფლაციის გამო ინარჩუნებს. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ან შემცირება ინფლაციის დონეზე ახდენს გავლენას.

რამდენიმე თვის წინ ეროვნულ ბანკში აცხადებდნენ, რომ 2023 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში ინფლაციის დონე სამიზნე მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს, რის პარალელურადაც, ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირების თაობაზე იმსჯელებს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში ეროვნული ვალუტით სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.8 პპ-ით 17%-მდე გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 1.2 პპ-ით შემცირდა და 7.4% დონეზეა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა