მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით ვქმნით თანამედროვე და მდგრად საფინანსო ინფრასტრუქტურას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან - Montran

news image
mbc image

წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Montran-ი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) განახლებული სისტემის დანერგვას ეხმიანება.

როგორც კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების განახლებული სისტემა (RTGS) წარმატებით დანერგა. პროექტი ქვეყნის საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია და მიზნად ისახავს ფინანსური სექტორის ეფექტიანობის, მდგრადობისა და უსაფრთხოების შემდგომ გაძლიერებას.

განახლებული ავტომატური გადარიცხვების სისტემა (ATS) სრულად შეესაბამება ISO 20022-ის საერთაშორისო სტანდარტს და უზრუნველყოფს გადახდების დროის რეალურ რეჟიმში დამუშავებასა და 24/7 რეჟიმში უწყვეტი ფუნქციონირების შესაძლებლობა აქვს. ახალი პლატფორმა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ლიკვიდობის მართვის შესაძლებლობებს, ზრდის ოპერაციულ მდგრადობას, რაც ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე გალდავას განცხადებით, საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს საფინანსო ეკოსისტემის მზარდი მოთხოვნების საპასუხოდ. აღნიშნული განახლება აძლიერებს  საგადახდოინფრასტრუქტურის მდგრადობას,გაზრდილი გადახდების ნაკადის ეფექტიანად დამუშავების შესაძლებლობასა და სამომავლო გამოწვევებისადმი მზაობას“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

პროექტი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ტექნოლოგიურ პარტნიორ Montran-თან თანამშრომლობით განახორციელა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, კიტ ესკას შეფასებით, განახლებული სისტემა მხარეებს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგია.

„ეს პროექტი Montran-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ორ ათეულ წელზე მეტი ხნის სტრატეგიული პარტნიორობის დასტურია. ერთობლივი ძალისხმევით ვქმნით თანამედროვე, მდგრად და სამომავლო გამოწვევებისთვის მზა საფინანსო ინფრასტრუქტურას, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ბაზრის ცვალებად მოთხოვნებს“, - განაცხადა კიტ ესკამ.

საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვაზე, რომლის ამოქმედებაც 2026 წლის ბოლომდე იგეგმება. აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო გაამარტივებს გადახდების პროცესს და გააუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას.

Montran-ი გადახდებისა და კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების წამყვანი პროვაიდერია. კომპანია უზრუნველყოფს მსოფლიოს მოწინავე ფინანსური ინსტიტუტების მომსახურებას, ხოლო მისი სისტემები დანერგილია და წარმატებით ოპერირებს მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

14.07.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0026 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6359 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0026 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102
ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა