ეროვნული ბანკი აქტიურად დააკვირდება პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში თუ ადგილი ექნება მეორე რაუნდის ეფექტების გაძლიერებას, მზად არის მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრებისთვის - ეკატერინე მიქაბაძე
საჭიროების შემთხვევაში თუ ადგილი ექნება მეორე რაუნდის ეფექტების გაძლიერებას, ეროვნული ბანკი მზად არის მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრებისთვის - აცხადებს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე 25 მარტის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების შეფასებისას.
,,საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე შეინარჩუნა. გადაწყვეტილება ასახავს გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე გაზრდილ ინფლაციურ რისკებს. ნავთობის ფასების ზრდა ადგილობრივ ბაზარს ნაწილობრივ უკვე გადმოეცა და ინფლაციაზე მოკლევადიან პერიოდში ზრდის მიმართულებით მოქმედებს. გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე გაურკვევლობა მაღალია. არსებული პროცესების ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად ზრდის გლობალურად ინფლაციურ რისკებს”, - აცხადებს სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.
მისი თქმით ეროვნული ბანკი აქტიურად დააკვირდება პროცესებს და იქმოქმედებს საჭიროებისამებრ.
,,განვითარებული შოკების ინტენსივობა, გადმოცემის სიმწვავე და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი აქტიურად დააკვირდება პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში თუ ადგილი ექნება მეორე რაუნდის ეფექტების გაძლიერებას, მზად არის მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრებისთვის”, - ამბობს ეკატერინე მიქაბაძე.
სხვა სიახლეები
2026 წლის პირველ შვიდ თვეში დუბაიში უძრავი ქონების ბაზარზე 186 ახალი დეველოპერი შევიდა
20.08.2026.13:33
2026 წლის პირველ შვიდ თვეში დუბაიში უძრავი ქონების ბაზარზე 186 ახალი დეველოპერი შევიდა.
დუბაის უძრავი ქონების ბაზარი 2026 წელს ახალ დეველოპერებს კვლავ სწრაფი ტემპით იზიდავს. უახლესი მონაცემებით, წლის დასაწყისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე ბაზარზე 186 უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია შევიდა. ეს საშუალოდ თვეში დაახლოებით 25 ახალი დეველოპერის ოპერირების დაწყებას ნიშნავს და მიუთითებს როგორც სექტორის უწყვეტ გაფართოებაზე, ისე ინვესტორების მზარდ ნდობაზე დუბაის შესაძლებლობის მიმართ, ბაზარზე დამატებითი პროექტები შეითვისოს. მონაცემები აჩვენებს, რომ დუბაიმ კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია, როგორც რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ბაზარმა უძრავი ქონების დეველოპერებისთვის. ახალი კომპანიები ბაზარზე საქმიანობას კვლავ აქტიურად იწყებენ.
ახალი მონაწილეებიდან 180 კომპანიამ დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტისგან ლიცენზია მიიღო, რაც აღნიშნულ პერიოდში გაცემული ახალი ლიცენზიების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს.