მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.4
-0.0005
flag
AZN 1.5257
0.0001
flag
CNY 38.881
-0.0002
flag
EUR 2.8895
-0.0216
flag
GBP 3.4551
-0.0284
flag
KZT 58.26
0.0025
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5933
-0.0003
news banner

ეროვნული ბანკი ეკონომიკაში ლარის ლიკვიდობას არსებული მოთხოვნის შესაბამისად მართავს - ნათია თურნავა

news image
mbc image

„საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკაში ლარის ლიკვიდობას საბანკო სექტორიდან და ეკონომიკიდან მომდინარე მოთხოვნის შესაბამისად მართავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისტემას საკმარისი ლარის ლიკვიდობა გააჩნდეს. საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური ბანკი ფინანსურ სისტემას დამატებით ლიკვიდობას აწვდის, ხოლო ჭარბი ლიკვიდობის პირობებში ბაზრიდან მას იღებს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარადგინა.

როგორც ნათია თურნავამ განმარტა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ეკონომიკისა და საფინანსო სექტორისთვის ეროვნული ვალუტის მიწოდება. ამ პროცესში გადამწყვეტია არსებული მოთხოვნა და ფინანსური სისტემის საჭიროებები.

მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში, მათ შორის ბოლო თვეებში, ლარის ლიკვიდობაზე მოთხოვნა შემცირებულია, რის გამოც კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხების სახით იმავე მოცულობის რესურსის მიღება აღარ სჭირდებათ. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ჭარბი ლიკვიდობის ბაზრიდან ამოღებას, ე.წ. სტერილიზაციას ახორციელებს.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ლარის ლიკვიდობის სათანადო მიწოდება მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის, მზარდი ვაჭრობის, მომსახურებისა და ინვესტიციების დასაფინანსებლად. მისი განმარტებით, ლარის რესურსის არასაკმარისი მიწოდება ეკონომიკაში დეფიციტს შექმნიდა და ეკონომიკურ განვითარებას შეაფერხებდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეროვნული ბანკი ეკონომიკაში ლარის ლიკვიდობას არსებული მოთხოვნის შესაბამისად მართავს - ნათია თურნავა

11.11.2026.18:11

„საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკაში ლარის ლიკვიდობას საბანკო სექტორიდან და ეკონომიკიდან მომდინარე მოთხოვნის შესაბამისად მართავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისტემას საკმარისი ლარის ლიკვიდობა გააჩნდეს. საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური ბანკი ფინანსურ სისტემას დამატებით ლიკვიდობას აწვდის, ხოლო ჭარბი ლიკვიდობის პირობებში ბაზრიდან მას იღებს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარადგინა.

როგორც ნათია თურნავამ განმარტა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ეკონომიკისა და საფინანსო სექტორისთვის ეროვნული ვალუტის მიწოდება. ამ პროცესში გადამწყვეტია არსებული მოთხოვნა და ფინანსური სისტემის საჭიროებები.

მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში, მათ შორის ბოლო თვეებში, ლარის ლიკვიდობაზე მოთხოვნა შემცირებულია, რის გამოც კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხების სახით იმავე მოცულობის რესურსის მიღება აღარ სჭირდებათ. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ჭარბი ლიკვიდობის ბაზრიდან ამოღებას, ე.წ. სტერილიზაციას ახორციელებს.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ლარის ლიკვიდობის სათანადო მიწოდება მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის, მზარდი ვაჭრობის, მომსახურებისა და ინვესტიციების დასაფინანსებლად. მისი განმარტებით, ლარის რესურსის არასაკმარისი მიწოდება ეკონომიკაში დეფიციტს შექმნიდა და ეკონომიკურ განვითარებას შეაფერხებდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა