მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.4
-0.0005
flag
AZN 1.5257
0.0001
flag
CNY 38.881
-0.0002
flag
EUR 2.8895
-0.0216
flag
GBP 3.4551
-0.0284
flag
KZT 58.26
0.0025
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5933
-0.0003
news banner

ეროვნული ბანკი ერთ-ერთი საუკეთესოა | პაატა კვიჟინაძე

news image
mbc image

„საერთაშორისო შეფასებების მიხედვით ეროვნული ბანკი ერთ-ერთი საუკეთესოა"-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ საპარლამენტო სესიაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები" განიხილეს. თანამომხსენებელმა რამდენიმე მონაცემზე ისაუბრა, რომელიც ეროვნული ბანკის წარმატებულ საქმიანობის ადასტურებს.

„რამდენიმე მონაცემს გეტყვით და თვითონ განსაჯეთ, ლარის კურსი მყარია, რეზერვებმა ბოლო მონაცემებით 8 მილიარდ 25 მილიონს გადააჭარბა, რაც აკმაყოფილებს როგორც სავალუტო ფონდის, ისე საქართველოს კანონმდებლობას და პირიქით, მეტიც არის. ე.წ. ცუდი სესხები ჩამოსულია 2.4%-ზე, შედარებისთვის 2012 წელს ეს მაჩვენებელი იყო 12%, 2020 წელს 8-9%, ეს არის დაახლოებით ევროპული სტანდარტი, ევროპაში არის ქვეყნები, რომელსაც მეტი აქვს. მაგალითად: იტალია, ავსტრია და არის ნაკლებიც. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ვითარდება, პრობლემები ნაკლები აქვს საწარმოებს და ვალს იხდიან.

2015 წელს ბანკებს ჰქონდათ გაცემული 16 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი, დღეს არის 78 მილიარდზე მეტი. მაშინ პროცენტულად დოლარში იყო 65, ახლა არის 41%. უფრო მეტი არის ბიზნეს სესხები. რაც შეეხება ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტებს-2015 წელს იყო 14 მილიარდი ლარი, დღეს არის 77 მილიარდ 400 მილიონი. აქედან 39 მილიარდზე მეტი ფიზიკური პირების არის, მათ შორის 13 მილიარდი ლარი არა რეზიდენტების. კარგია, რომ უცხოელებიც ენდობიან ქართულ ბანკებს და ანთავსებენ ფულს, ხოლო დაახლოებით 26 მილირდი ლარი, ანუ 10 მილიარდი დოლარი ფიზიკურ პირებს, ქართველებს უდევთ ანგარიშზე. 10 მილიარდი დოლარი, წარმოგიდგენიათ? დოლარიზაცია 70% იყო , ახლა 43%-ზე ნაკლებია. ანუ პროცესები მიდის ნორმალურად და გამართულად"-აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

„რაც შეეხება ინფლაციას ყველასთვის ცნობილია, რომ არსებული მაჩვენებელი საგარეო ფაქტორებს უკავშირდება, მაგრამ მაინც რამოდენიმე მაგალითს მოვიყვან. დეფლატორი 3%-ზე მეტი არ არის.

ასევე უნდა ითქვას, რომ 2015 წელს ევროპაში და აშშ-ში ინფლაცია იყო 0, 2%-ზე ნაკლები, ახლა თითქმის 4%-ია, ზუსტად იმ პროცესების გამო, რაც ხდება მსოფლიოში და ჩვენ 3% როგორ როგორ დავრჩებოდით? თუ ყველაფერი ნორმალურად წავიდა და ნავთობის ფასები დაეცა, ყველაფერი ჩაჯდება თავის ნორმაში. ჩვენზე მეტად ამით ისეთი ქვეყნებია დაინტერესებული, როგორიც არის ამერიკა, ევროპაში, ხომ ვხედავთ, რაც ხდება? ფაქტია, რომ ქვეყნიდან ეს პრობლემა არ მოდის, თუნდაც იმიტომ, რომ მთავარი მაჩვენებელი ბიუჯეტის დეფიციტი, მთავრობის ვალი ნორმაშია და ერთ-ერთი საუკეთესოა"-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეროვნული ბანკი ეკონომიკაში ლარის ლიკვიდობას არსებული მოთხოვნის შესაბამისად მართავს - ნათია თურნავა

11.11.2026.18:11

„საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკაში ლარის ლიკვიდობას საბანკო სექტორიდან და ეკონომიკიდან მომდინარე მოთხოვნის შესაბამისად მართავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისტემას საკმარისი ლარის ლიკვიდობა გააჩნდეს. საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური ბანკი ფინანსურ სისტემას დამატებით ლიკვიდობას აწვდის, ხოლო ჭარბი ლიკვიდობის პირობებში ბაზრიდან მას იღებს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარადგინა.

როგორც ნათია თურნავამ განმარტა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ეკონომიკისა და საფინანსო სექტორისთვის ეროვნული ვალუტის მიწოდება. ამ პროცესში გადამწყვეტია არსებული მოთხოვნა და ფინანსური სისტემის საჭიროებები.

მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში, მათ შორის ბოლო თვეებში, ლარის ლიკვიდობაზე მოთხოვნა შემცირებულია, რის გამოც კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხების სახით იმავე მოცულობის რესურსის მიღება აღარ სჭირდებათ. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ჭარბი ლიკვიდობის ბაზრიდან ამოღებას, ე.წ. სტერილიზაციას ახორციელებს.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ლარის ლიკვიდობის სათანადო მიწოდება მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის, მზარდი ვაჭრობის, მომსახურებისა და ინვესტიციების დასაფინანსებლად. მისი განმარტებით, ლარის რესურსის არასაკმარისი მიწოდება ეკონომიკაში დეფიციტს შექმნიდა და ეკონომიკურ განვითარებას შეაფერხებდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა