მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნული ბანკი „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს არ ეთანხმება

news image
mbc image

ეროვნული ბანკი არ ეთანხმება “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით “ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობას პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება.

გარდა ამისა, ეროვნულ ბანკს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია და ცვლილებების დეტალური ანალიზისა და კონსულტაციების გამართვის საჭიროებას ხედავს.

უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე ეროვნული ბანკის პოზიცია დეპუტატებს როგორც წერილობითი სახით, ასევე ზეპირსიტყვიერად ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააცნო, სადაც კანონპროექტი პირველი მოსმენით, სწორედ დაჩქარებული წესით განიხილეს.

როგორც არჩილ მესტვირიშვილმა განმარტა, ეროვნული ბანკის საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი საზედამხედველო ორგანოა და მნიშვნელოვანია, რომ მასში არააღმასრულებელი წევრების რაოდენობა აღმასრულებელ წევრებზე მეტი იყოს.

მესტვირიშვილის თქმით, ეს აღიარებული პრინციპია, რაც კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ირღვევა და ეროვნული ბანკის საბჭო ზედამხედველის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს.

მესტვირიშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის უსაფრთხოების მისიამ ხაზი გაუსვა არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობის კრიტიკულობას ბანკის საზედამხედველო ფუნქციის კუთხით. მისი თქმით, აღნიშნული მისიის რეკომენდაციების საფუძველზე და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციით “ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში აუცილებელია ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომლის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოში მოქმედი არააღმასრულებელი წევრები მუდმივად და დროის ნებისმიერ მომენტში უმრავლესობაში იქნებიან. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები კი ამ შეთანხმების საპირისპიროა.

“ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში 9 წევრიდან 4 აღმასრულებელი წევრია - პრეზიდენტი და 3 ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 5 წევრი არააღმასრულებელი უნდა იყოს. ამჟამად, ეროვნულ ბანკში ვაკანტურია ერთი არააღმასრულებელი წევრის პოზიცია. შემოთავაზებული კანონპროექტით, საბჭოს 5 წევრი აღმასრულებელი, ხოლო 4 არააღმასრულებელი იქნება, რითაც ცალსახად გაუქმდება ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლი, ვინაიდან საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა აღმასრულებელი წევრები იქნებიან - როგორც არააღმასრულებელი წევრის არსებული ვაკანტური პოზიციის შევსების შემთხვევაში, ისე არააღმასრულებელი წევრების კანონით დადგენილი რაოდენობის გაზრდისას, თუკი ვაკანსიები რეალურად არ შეივსება“, - აცხადებს ეროვნული ბანკი.

გარდა ამისა, მესტვირიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განმარტა ისიც, რომ ეროვნულ ბანკში მოვალეობის დაკისრებისა და უფლებამოსილების განაწილების საკითხები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით წესრიგდება, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას კონკრეტული ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს. მესტვირიშვილის ინფორმაციით, ბრძანება ასევე ითვალისწინებს სხვა ვიცე-პრეზიდენტებზე მოვალეობის დაკისრების შემთხვევებს და პრაქტიკაში ეროვნული ბანკის საქმიანობის პროცესი ამ მიმართულებით არასდროს შეფერხებულა.

“იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონპროექტის მიზანი აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაა, შესაძლებელია პირველ ვიცე-პრეზიდენტად ორგანული კანონით გათვალისწინებული სამი ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთი განისაზღვროს, რითაც ეროვნული ბანკის საბჭოში კიდევ ერთი აღმასრულებელი წევრის დამატება საჭირო არ იქნება“, - აღნიშნა მან.

კომიტეტის სხდომაზე ითქვა ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში ეროვნული ბანკის მმართველობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამის შეფერხება.

ეროვნული ბანკის მიერ პარლამენტში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების გარეშე კანონპროექტის მიღება მასთან საქართველოს შეთანხმებას არ შეესაბამება და შესაბამისად, “დამატებით გასააზრებელია, რამდენად სწორია კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება“.

ცნობისთვის, პარლამენტში დაჩქარებული წესით იხილავს კანონის პროექტს, რომლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის შემადგენლობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ემატება და განისაზღვრება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი ვიცეპრეზიდენტი და სხვა წევრები შედიან.

აღნიშნული კანონპროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების 7-წლიანი ვადა 2 მარტს ეწურება.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხსა და წესს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს.

„ინტერპრესნიუსი“

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა