მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნული ბანკი მიკრობანკების მარეგულირებელი აქტების პროექტებს აქვეყნებს

news image
mbc image

2023 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტმა "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ" კანონი და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რის შედეგადაც, ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებას, ახალი სუბიექტი მიკრობანკი - დაემატა.

ამავე კანონით, მიკრობანკების მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების გამოცემის ვადა, ეროვნულ ბანკს 2023 წლის 1 ივლისამდე განესაზღვრა.

სწორედ აღნიშნული ვალდებულების შესრულებისა და მიკრობანკების საზედამხედველო ჩარჩოს გამართვის მიზნით, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობდა მუშაობას და ამ ეტაპისათვის, მიკრობანკების მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების არსებითი ნაწილი უკვე შემუშავებულია.

ეროვნული ბანკი, შემუშავებული აქტების პროექტების ნაწილს სექტორს საკონსულტაციოდ სთავაზობს და დაინტერესებულ მხარეებს მოსაზრებებისა და კომენტარების გაზიარების შესაძლებლობასაც აძლევს:
 

  • მიკრობანკების ლიცენზირების წესი;
  • მიკრობანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულება (დანართებთან ერთად);
  • მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულება;
  • "საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ აქტის პროექტი;
  • მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულება;
  • მიკრობანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულება;
  • მიკრობანკების კორპორაციული მართვის კოდექსი;
  • უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქცია მიკრობანკებისათვის (და მისი დანართი);
  • ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესი მიკრობანკებისთვის.


მიკრობანკების სალიცენზიო (გარდა მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობისა), კორპორაციული მართვის (გარდა ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხებისა), ადმინისტრატორთა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა შესაფერისობის მოთხოვნები, არსებითად არ განსხვავდება კომერციული ბანკებისათვის დაწესებული მოთხოვნებისგან და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივითა (2013/36/EU დირექტივა, CRD) და ევროპის საბანკო უწყების სახელმძღვანელოებით განსაზღვრულ მოთხოვნებს ეფუძნება. კაპიტალის ადეკვატურობის სტანდარტებთან დაკავშირებული აქტის პროექტიც კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული პილარ 1-სა და პილარ 2-ის სტანდარტებს აერთიანებს და მეტწილად მსგავსია კომერციული ბანკის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნებისა, თუმცა პილარ 2-ით განსაზღვრული კაპიტალის ხუთი ბუფერიდან მიკრობანკებისათვის აქტის პროექტით მხოლოდ ორი მათგანის მოთხოვნა განისაზღვრა. გარდა ამისა, აქტის პროექტი, რომელიც ლევერიჯის მოთხოვნებს ადგენს, ასევე დაფუძნებულია კომერციული ბანკებისთვის განსაზღვრულ ლევერიჯის მოთხოვნებზე, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის სტანდარტებს, ევროკავშირის შესაბამისი დირექტივითა (2013/36/EU დირექტივა, CRD) და ევროპის საბანკო უწყების სახელმძღვანელოებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

აქტების პროექტები საკონსულტაციოდ და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია microbanksupervision@nbg.gov.ge -ზე მიმდინარე წლის 5 ივნისამდე. ამასთან, ეროვნული ბანკი სხვა მარეგულირებელი აქტების პროექტებსაც ეტაპობრივად გამოაქვეყნებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა