მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.4
-0.0072
flag
AZN 1.5344
-0.0001
flag
CNY 38.879
0.0013
flag
EUR 3.0084
-0.0013
flag
GBP 3.5126
-0.0029
flag
KZT 58.63
0.0036
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6081
-0.0004
news banner

ეროვნული ბანკი სათანადოდ ინარჩუნებს ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას - სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

news image
mbc image

„ეროვნული ბანკი სათანადოდ ინარჩუნებს ფრთხილ მონეტარული პოლიტიკას, განაკვეთის უვლელად 8 პროცენტზე შენარჩუნებით“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველმა განაცხადა. 

„თუ ინფლაცია უფრო მდგრადი აღმოჩნდება, ვიდრე ამჟამად პროგნოზირებულია, ეროვნული ბანკი მზად უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისთვის. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ინფლაცია საშუალოდ 3.4%-ს მიაღწევს, რაც აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს“, - განმარტავს ენდრიუ ჯუველი.

მისი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკამ 2025 წელს კარგი შედეგები აჩვენა. 

„საქართველოს ეკონომიკამ 2025 წელს კარგი შედეგები აჩვენა, რეალური მშპ-ის ზრდა შეფასებულია 7.3 პროცენტად, რაც შენელებაა 2024 წელთან შედარებით, თუმცა აღემატება ჩვენი ტრენდის შეფასებას. სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ შეამცირა უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, მიუხედავად იმისა, რომ იგი სტრუქტურულად კვლავ მაღალი რჩება. ინფლაცია ამ ეტაპზე აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებლს, თუმცა საბაზო ინფლაცია მიზნობრივის ფარგლებშია, რაც ასახავს ფასების სისტემური ზეწოლის არარსებობას. ფისკალური პოლიტიკა რჩება დისციპლინირებული, რაც წლების განმავლობაში საგარეო ვალის მშპ-ში წილის მნიშვნელოვან შემცირებას უწყობს ხელს. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები რეკორდულად მაღალია, ხოლო ფინანსური სექტორი ჯანსაღია, კერძოდ, ბანკების ძლიერი კაპიტალით, მოგებით, ლიკვიდურობითა და აქტივების ხარისხით“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის ყველაზე ძლიერი სიგნალია, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს - ილია წულაია

16.09.2026.20:12

Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის ყველაზე ძლიერი სიგნალია, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს, - განუცხადა „ქრონიკას“ „არქის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაიამ. 

წულაიას თქმით, ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიო ინვესტორებისთვის, რომელთაც უძრავ ქონებაში უნდათ ინვესტირება.

„Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის არის ყველაზე ძლიერი სიგნალი, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს. ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიო ინვესტორებისთვის, რომელთაც უძრავ ქონებაში უნდათ ინვესტირება, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო დანიშნულების ადგილი მსოფლიოში.

ისეთ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რომელსაც იმხელა GDP, მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს, როგორიც საქართველოა, თქვენ ვერ ნახავთ, რომ Trump Tower-ის მსგავსი ბრენდი ან რომელიმე ლუქს ბრენდი შესულიყოს. ეს არის საქართველოსთვის ე.წ. დიდი ნახტომი და დანახვება მთელი მსოფლიოსათვის, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი და საქართველოში ინვესტირება ყველაზე მომგებიანია უძრავი ქონების ინვესტორებისთვის. შეიძლება ითქვას, ყველაზე მომგებიანი მსოფლიოში“, - აღნიშნა მან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა