ეროვნული ბანკი საზედამხედველო სტრატეგიის 2024 წლის გამოცემას აქვეყნებს
გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი აქტივობების გამჭვირვალობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის 2024 წლის გამოცემას აქვეყნებს.
საზედამხედველო სტრატეგიის 2024 წლის გამოცემაში მთავარი აქცენტი კეთდება საზედამხედველო პრიორიტეტების მიღწევის სამოქმედო გეგმაზე, შესაბამის აქტივობებსა და მათი შესრულების ვადებზე, ისევე როგორც საზედამხედველო სტრატეგიის შესრულების 2023 წლის ანგარიშზე.
გასული წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი როგორც ეროვნული ბანკისთვის, ისე საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი საორიენტაციო დოკუმენტია. დოკუმენტი ხელს უწყობს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტიან დაგეგმვას, თანამშრომლებისთვის სამომავლო ხედვის ცხადად ჩამოყალიბებას, სამომავლო ღონისძიებებზე სექტორისთვის პროგნოზირებადობის ზრდას. ამასთან, უზრუნველყოფს ინვესტორებისთვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, სარეიტინგო კომპანიებისთვის, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი შარშან გამოქვეყნდა. იგი ეროვნულმა ბანკმა კერძო და სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით შეიმუშავა. დოკუმენტით განისაზღვრა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტები და აღნიშნული პრიორიტეტების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.
როგორც 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიაში აღინიშნა, ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტები სამი წლის განმავლობაში უცვლელი რჩება. შესაბამისად, ბანკი თავის საქმიანობას საზედამხედველო მიმართულებით კვლავ შემდეგი ხუთი პრიორიტეტის გათვალისწინებით წარმართავს:
2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის 2024 წლის გამოცემის დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826