მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისის მხარდაჭერა ფინტექ სექტორს

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკი, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მუდმივად ზრუნავს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე. ამის ნათელი დადასტურებაა ღია ბანკინგის სერვისების სრულყოფილი ხელმისაწვდომობა უკვე არასაბანკო ინსტიტუტებისთვისაც.


ამჯერად სებ-ი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობით, ღია ბანკინგის/ფინანსების ტექნიკური სენდბოქსის პროექტს ახორციელებს. ტექნიკური სენდბოქსი ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს დაინახოს ღია ბანკინგის განვითარების შემდგომი პერსპექტივები, ხოლო, ჩართული მხარეები სატესტო გარემოში შეძლებენ გამოსცადონ ის სერვისები, რომელთა დანერგვაც შემდგომ  ეტაპზე იგეგმება.


აღსანიშნავია, რომ  სენდბოქსის მონაწილეთა საქმიანობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია და სცდება როგორც ფინანსური სექტორის, ისე ადგილობრივი კომპანიების ძირითად საქმიანობას.


საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია ფინტექ იდეების მქონე ინოვატორების წახალისება და ამ იდეების მდგრად ბიზნეს მოდელად გარდაქმნის ხელშეწყობა. რამდენადაც საზედამხედველო ჩარჩო საკმაოდ კომპლექსურია, უკვე წლებია ეროვნული ბანკი ფინანსური ინოვაციების ოფისის საშუალებით დაინტერესებულ მხარეებს უკუკავშირის მარტივად მისაღებად საკმაოდ მოქნილ შესაძლებლობას სთავაზობს.


იმისათვის, რომ ყველა ინოვატორმა თანაბრად შეძლოს წარმოაჩინოს თავისი ბიზნეს მოდელის დამატებითი ღირებულება და უკეთესი გახადოს ქვეყნის ფინანსური ბაზარი, ინოვაციების ოფისი რეგულირებად და არარეგულირებად სუბიექტებს ყოველგვარი შუამავლების გარეშე სთავაზობს კონსულტაციებს, მათ საჭიროებებთან დაკავშირებული წესებისა და პროცესების უკეთ აღქმისთვის. ასევე, თითოეულ მათგანს აძლევს შესაძლებლობას მარტივად გამართონ საკუთარი პროექტი და მოიყვანონ საზედამხედველო მიდგომებთან სრულ შესაბამისობაში.


ინფორმაცია ფინანსური ინოვაციების ოფისის შესახებ იხილეთ ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://nbg.gov.ge/InnovationOffice. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე - InnovationOffice@nbg.gov.ge

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა