მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

ეროვნული ბანკის მიზანია საქართველოში ფაქტორინგი დაფინანსების პრაქტიკულ და სანდო წყაროდ აქციოს - ნინო ჯელაძე

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ფაქტორინგისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების საკითხებზე გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

ნინო ჯელაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფაქტორინგი კომპანიებს საშუალებას აძლევს, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შედეგად წარმოშობილი მოთხოვნები დაფინანსების წყაროდ გამოიყენონ და გადახდის მოლოდინის პერიოდში საჭირო საბრუნავი კაპიტალი უფრო სწრაფად მიიღონ. აღნიშნული მექანიზმი ხელს უწყობს ფულადი ნაკადების მართვის გაუმჯობესებას, მომწოდებლებთან ანგარიშსწორებასა და ბიზნესის გაფართოებას.

„ეროვნული ბანკის მიზანია საქართველოში ფაქტორინგი დაფინანსების პრაქტიკულ და სანდო წყაროდ აქციოს. ერთობლივი მუშაობით შევძლებთ, დავეხმაროთ ბიზნესს საბრუნავი კაპიტალის უფრო ეფექტიანად მართვაში, გავაფართოოთ შესაძლებლობები ფინანსური სექტორისთვის და ხელი შევუწყოთ დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდას“,- აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

ნინო ჯელაძემ ხაზი გაუსვა რომ საქართველოში ფაქტორინგის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 2026 წლის 6 აპრილს „ფაქტორინგის შესახებ“ კანონის მიღება გახდა, რომელმაც ბაზრის განვითარების სამართლებრივი საფუძველი შექმნა. მისი შეფასებით, ბაზრის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შესაბიმისი მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს ჩამოყალიბება, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარება და ბაზრის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება.

“საქართველოს ეროვნული ბანკი ფაქტორინგის ბაზრის განვითარებაზე მუშაობას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით აგრძელებს. მათ შორისაა ფაქტორინგის კომპანიებისა და პლატფორმების საქმიანობის მარეგულირებელი წესების მომზადება, ბაზრის საჭიროებებზე მორგებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და ფინანსური სექტორისა და ბიზნესის ინფორმირებულობის გაზრდა”, - განაცხადა მან. 

ნინო ჯელაძემ ასევე ისაუბრა საჯარო და კერძო სექტორებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც. მისი განცხადებით, სამართლებრივი და ტექნოლოგიური საფუძვლების შექმნასთან ერთად, ფაქტორინგის ბაზრის წარმატებული განვითარებისთვის აუცილებელია ჯანსაღი კონკურენცია, მომსახურების მიმწოდებლების შესაბამისი კომპეტენცია და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტები.

„ვაჭრობის დაფინანსების მომავალი: ფაქტორინგი და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსება“ - ღონისძიება საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციისა და ფაქტორინგის საერთაშორისო ორგანიზაციის (FCI) ორგანიზებით იმართება, ორდღიანი სამუშაო შეხვედრის მიზანია საქართველოში ფაქტორინგის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ბიზნესისთვის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ჰყავს ძალიან მეგობრული და პროგრესული მარეგულირებელი, რომელიც ყოველთვის უსმენს ბიზნესის მოთხოვნებს და სწრაფად რეაგირებს საჭიროებებზე - რეზო შმერცი

30.10.2026.19:31

„საქართველო ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინოვაციების განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა", - ამის შესახებ BR Capital-ის დამფუძნებელმა რეზო შმერცმა განაცხადა.

მისი შეფასებით, „თბილისის ფინანსური სამიტი" ყოველწლიურად ვითარდება, იზრდება ღონისძიების მონაწილეთა მასშტაბი და დისკუსიების ხარისხი, რაც საქართველოს საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ცნობადობის ზრდას უწყობს ხელს.

რეზო შმერცმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო საერთაშორისო შეხვედრებისა და ფინანსური კავშირების ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვან უპირატესობებს ფლობს. ქვეყნის სტუმართმოყვარეობა, ბუნება, კულტურა და ხელსაყრელი გარემო ქმნის წინაპირობებს, რომ საქართველო არა მხოლოდ საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელი, არამედ რეგიონული ფინანსური ჰაბიც გახდეს.

BR Capital-ის დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა გლობალური ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებსა და საქართველოს ფინანსური სექტორის შესაძლებლობებზე. მისი განცხადებით, ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მარეგულირებლის მზაობას, მოუსმინოს კერძო სექტორს და დროულად უპასუხოს ბაზრის საჭიროებებს.

„საქართველოს ჰყავს ძალიან მეგობრული და პროგრესული მარეგულირებელი, რომელიც ყოველთვის უსმენს ბიზნესის მოთხოვნებს და სწრაფად რეაგირებს ფინანსური სექტორიდან წამოსულ საჭიროებებზე. შესაბამისად, ფინანსური ინოვაციების განვითარება და პროცესების ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური ზრდისთვის, ისე ბიზნესის სხვა სექტორებისთვის", - განაცხადა რეზო შმერცმა.

მისივე თქმით, საქართველო აქტიურად ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და ქმნის ინოვაციებისთვის შესაბამის მარეგულირებელ გარემოს, მათ შორის რეგულირების ექსპერიმენტული ჩარჩოებისა და ციფრული ფინანსების განვითარების მიმართულებით. ამ კონტექსტში მან ციფრული ლარის პროექტი და ტრანსსასაზღვრო გადახდების განვითარება გამოყო.

„საქართველო ინოვაციების წინა ხაზზეა, ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს, ეხმარება მარეგულირებელ ლანდშაფტს, სენდბოქსებს. ყველა ეს პროცესი საქართველოში სწრაფად ვითარდება, თუმცა ამავდროულად უსაფრთხოდ და სათანადო რეგულირების პირობებში. ციფრული ფინანსების სამყაროში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება და მოხარული ვართ, რომ ერთ-ერთი ასეთი საერთაშორისო კონფერენცია სწორედ საქართველოში ტარდება. ვფიქრობ, ქვეყნისთვის ყველაფერი ძალიან კარგად ვითარდება", - აღნიშნა რეზო შმერცმა.

BR Capital-ის დამფუძნებელმა სამიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „ტრანსსასაზღვრო ფინანსური ინოვაციები შუა დერეფანში", რომლის ფარგლებშიც განიხილეს შუა დერეფნის ქვეყნებს შორის ფინანსური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ტრანსსასაზღვრო გადახდების განვითარება, მარეგულირებელი ჩარჩოების დაახლოება, ციფრული იდენტიფიკაციისა და ფინანსური ინფრასტრუქტურის ურთიერთთავსებადობა. დისკუსიის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის თანამშრომლობის პერსპექტივებზე და იმ პრაქტიკულ მექანიზმებზე, რომლებიც კომპანიებს სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანობის გამარტივების შესაძლებლობას მისცემს, თითოეული ქვეყნის კანონმდებლობისა და მომხმარებელთა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივად ორგანიზებულმა, რიგით მეორე „თბილისის ფინანსურმა სამიტმა" წელს 60-მდე ქვეყნის 1000-მდე მონაწილეს უმასპინძლა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა