მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნული ბანკის მხარდაჭერით პირველი რეგიონალური ვენჩურული ინვესტიციების სამიტი გაიმართა

news image
mbc image

ეროვნული ბანკის მხარდაჭერით საქართველოში პირველი რეგიონალური ვენჩურული ინვესტიციების სამიტი  - Central Eurasia Venture Summit გაიმართა. სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილის მეტეხი პალასში" გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდების განვითარების ხელშეწყობაა საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში.

სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს იმ შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დღეს რეგიონის ქვეყნებში სტარტაპ ეკოსისტემა და ვენჩურული კაპიტალის ფონდები დგანან. ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა, ანა ხინჩიაშვილმა, როგორც პანელური დისკუსიების ერთ-ერთმა წევრმა, სამიტის მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმები გააცნო და საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარების პერსპექტივები მიმოიხილა: "საინვესტიციო ფონდები, განსაკუთრებით კი ვენჩურული კაპიტალის ფონდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინოვაციებისა და სტარტაპ კომპანიების მხარდასაჭერად, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. საქართველოში საინვესტიციო ფონდების სექტორი განვითარების ადრეულ ეტაპზეა. 2020 წელს მიღებულ იქნა "საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონი, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა 5 საინვესტიციო ფონდისა და 4 აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირება/რეგისტრაცია  მოახდინა. რეგიონულ ბაზრებზე ინვესტირების მიზნებისთვის საქართველოში დაფუძნებული ფონდების მეშვეობით ოპერირება არის ერთ-ერთი მიზანი საქართველოში ამ სექტორის განვითარების შემდეგი ეტაპისთვის".

სამიტის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო კომპანია "მომავლის ლაბორატორია" (Future Laboratory) და ცენტრალური ევრაზიის ვენჩურული ფონდი (Central Eurasia Ventures). ღონისძიების მხარდამჭერებს შორისაა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). სამიტში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა რეგიონალურმა ვენჩურულმა ფონდმა თურქეთიდან, ჩეხეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სომხეთიდან, მონღოლეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

სამიტს ასევე ესწრებოდნენ რეგიონის ინოვაციების სააგენტოების ხელმძღვანელები, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა წარმომადგენლები, ასევე, დამოუკიდებელი ინვესტორები და სტარტაპები.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა