მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნული ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიკროსაფინანსო სფეროს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

news image
mbc image

მიმდინარე წლის 27-29 მაისს, საქართველო მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) 27-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას - „ცვლილებები, შოკები და გადაჭრის გზები „მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში" (Shifts, Shocks and Solutions: Microfinance in the Shadow of Geopolitics) უმასპინძლებს.

 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო მიკროსაფინანსო სექტორის პრაქტიკოსები და ევროპის და ცენტრალური აზიის მოაზროვნე ლიდერები მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან.

 

სამდღიანი შეხვედრის მხარდამჭერი საქართველოს ეროვნული ბანკი იქნება.

 

მიკროსაფინანსო სფეროს მსოფლიო ლიდერები გეოპოლიტიკური ცვლილებების გლობალურ პერსპექტივებზე იმსჯელებენ. ასევე ყურადღებას გაამახვილებენ სტაბილური მარეგულირებელი ჩარჩოს უზრუნველყოფასა და მიკროსაფინანსო ინსტიტუტების დაფინანსების პრაქტიკულ სტრატეგიებზე. 

 

შეხვედრის მონაწილეები ასევე ისაუბრებენ ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც ხელს უწყობს  სექტორში უსაფრთხოებას და მდგრად განვითარებას. ასევე საუბარი შეეხება AI-სა და კლიმატის გავლენას სფეროს საქმიანობაზე.

 

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერქართული ეროვნული ვალუტის - ლარის  30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება. 

 

შეგახსენებთ, MFC-ის 26-ე წლიურ კონფერენციაზე „მრავალფეროვნება ინკლუზიური დაფინანსებისთვის", რომელიც პოლონეთში გაიმართა 127 მიკროსაფინანსო და სოციალური საწარმოების დაფინანსების პროვაიდერი, 12 მიკროსაფინანსო ეროვნული ასოციაცია, 28 ინვესტორი, 13 საკონსულტაციო კომპანია, 9 პოლიტიკის შემქმნელი და მარეგულირებელი, 5 IT და ციფრული სერვისების პროვაიდერი მონაწილეობდა.

 

მიკროსაფინანსო ცენტრი MFC არის სოციალური საფინანსო ქსელი, რომელიც ხელს უწყობს სამართლიანობას, ინკლუზიურობას, თანასწორობას და პასუხისმგებლობას.საერთაშორისო ცენტრი აერთიანებს 100-ზე მეტ ორგანიზაციას ევროპის, ცენტრალური აზიის 36 ქვეყანაში, რომლებიც პასუხისმგებელ მიკროსაფინანსო მომსახურებას თითქმის 2,000,000 დაბალი შემოსავლის მქონე კლიენტს აწვდიან.

სარეგისტრაციო ბმული  

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა