მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.8
0.0048
flag
AZN 1.5288
-0.0002
flag
CNY 38.832
0.001
flag
EUR 2.9129
0.0055
flag
GBP 3.4435
0.002
flag
KZT 57.27
-0.0066
flag
TRY 0.0526
0
flag
USD 2.5987
-0.0002
news banner

ეროვნული ბანკის უნარი, გაუმკლავდეს სხვადასხვა შოკს, დადებით შეფასებას იმსახურებს - ჯიჰად აზური

news image
mbc image

„ეროვნული ბანკის უნარი, გაუმკლავდეს სხვადასხვა შოკს, დადებით შეფასებას იმსახურებს. თქვენ და თქვენმა გუნდმა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ გარემოში საქმიანობის პარალელურად, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც რეგიონი დგას შეძელით ეკონომიკური ზრდის დონის შენარჩუნება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა", - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ჯიჰად აზურმა განაცხადა.

ჯიჰად აზურმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ნათია თურნავას, სსფ-ს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში - „მმართველთა საუბრები"-ს სესიაში უმასპინძლა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის შედეგები არსებულ მოლოდინებზე უკეთესია.

„საქართველოს ეკონომიკის მაჩვენებლებმა, ფაქტობრივად, ყველა პროგნოზს გადააჭარბა. ხოლო თქვენი ბოლო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ, ინფლაციის რისკის თავიდან აცილების ან შეკავების მიზნით, მაღალ შეფასებას იმსახურებს", - აღნიშნა ჯიჰად აზურმა.

IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, სესიის ფარგლებში ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ გაზარდა ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადობისთვის საჭირო ბუფერები, განახორციელა ფინანსური სექტორის მოდერნიზაცია, განავითარა ფინანსური ტექნოლოგიები და დანერგა არაერთი ფინანსური ინოვაცია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ „Governor Talk"-ის სესიაზე ნათია თურნავა ჯიჰად აზურის მიწვევით მონაწილეობდა.

სესიის ფარგლებში ნათია თურნავამ გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობისა და ინფლაციური გამოწვევების პირობებში მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაზე, ინფლაციის მართვასა და დედოლარიზაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image „შუა დერეფანი" სულ უფრო მნიშვნელოვან სტრატეგიულ დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის, ახლა ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ამ იმპულსს - თამარ იოსელიანი

16.10.2026.13:37

„იმ ფონზე, როდესაც გლობალური ვაჭრობის ტენდენციები და მიწოდების ჯაჭვები იცვლება, „შუა დერეფანი" სულ უფრო მნიშვნელოვან სტრატეგიულ დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის. ახლა ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ამ იმპულსს და უზრუნველვყოთ, რომ მზარდი მოთხოვნა საიმედო, ეფექტიან და კონკურენტუნარიან სატრანსპორტო მომსახურებად გარდაიქმნას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.

ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში გამართულ ახალი აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თამარ იოსელიანმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების პროცესში საერთო პრიორიტეტების განხილვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მან განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს 10-წლიანი სატრანსპორტო განვითარების გეგმაზე გაამახვილა.

„საქართველოსთვის პასუხი ნათელ სტრატეგიულ პრიორიტეტში მდგომარეობს. ჩვენი 10-წლიანი სატრანსპორტო განვითარების გეგმა ითვალისწინებს ინფრასტრუქტურული ინვესტიციების, მოდერნიზაციისა და საოპერაციო გაუმჯობესების ამბიციურ პროგრამას. 2032 წლისთვის საქართველო ახორციელებს დაახლოებით 7 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას სტრატეგიულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, რკინიგზისა და საზღვაო გამტარუნარიანობის გაორმაგების მიზნით", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც თამარ იოსელიანმა განმარტა, ეს ინვესტიციები შექმნილია მთლიანი სატრანსპორტო ქსელის გასაძლიერებლად, რკინიგზის, პორტების, ავტომაგისტრალებისა და ლოგისტიკური ობიექტების უფრო ეფექტიან სისტემაში გასაერთიანებლად.

„ჩვენ უკვე ვხედავთ დამაიმედებელ შედეგებს. 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, საქართველოს საზღვაო პორტებისა და ტერმინალების მიერ დამუშავებული ტვირთის მოცულობა 24%-ით გაიზარდა, ხოლო რკინიგზით გადაზიდვები - 13%-ით (11 მილიონ ტონაზე მეტი). ორივე მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში იანვარ-სექტემბრის პერიოდისთვის საუკეთესო შედეგს წარმოადგენს", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა