მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7308.7
0.0443
flag
AZN 1.5736
-0.0003
flag
CNY 39.327
0.0009
flag
EUR 3.1043
0.0009
flag
GBP 3.5907
0.0069
flag
KZT 56.79
0.0014
flag
TRY 0.0586
-0.0001
flag
USD 2.675
-0.0001
news banner

ეროვნული ბანკისთვის გასული წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო - მივაღწიეთ საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ მაჩვენებელს l ნათია თურნავა

news image

2025 წელი იყო საკმაოდ წარმატებული, როგორც ეროვნული ბანკისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ეკონომიკისთვის, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, გასულ წელს ეკონომიკური ზრდა 7.5% შეადგენდა, ხოლო 2026 წლის პირველი კვარტლის ზრდამ 9%-ს გადააჭარბა. ნათია თურნავას განმარტებით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა მაღალპროდუქტიული სექტორები - IT, განათლება, საფინანსო სექტორი, ლოგისტიკა და ტრანსპორტი იყო.

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ ხოლმე წინა წლის გაწეული სამუშაოს ანგარიშს. ეროვნულ ბანკის პოლიტიკა გამომდინარეობს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობიდან, მაკროეკონომიკური ტენდენციებიდან და გამოდის, რომ ჩვენი ანგარიში არის მთლიანად გასული წლის ეკონომიკის, ეკონომიკური მდგომარეობის შეჯამება. ამ თვალსაზრისით, 2025 წელი იყო საკმაოდ წარმატებული, როგორც ეროვნული ბანკისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ეკონომიკისთვის. 

დავიწყებ იმით, რომ ეკონომიკური ზრდა კვლავაც იყო ძალიან ძლიერი - უსწრებდა რეგიონს, უსწრებდა ფართო რეგიონსაც, რომ შევადაროთ, რა თქმა უნდა, უფრო განვითარებულ ეკონომიკებსაც - 7.5%. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება. იცით, რომ პირველი კვარტლის ზრდა 9%-ზე მეტი არის და ეს უკვე ძალიან კარგი დასაწყისია, მიუხედავად ყველა გამოწვევისა“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

ნათია თურნავა განცხადებით, 2025 წელს საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 3.9% შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ზომიერ გადახრად მიიჩნეოდა. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა, წინა წლების მსგავსად, მაღალპროდუქტიული სექტორები იყო.

„ჩვენი კუთხით, ვინაიდან ინფლაცია არის ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელზეც ჩვენ ზოგადად ორიენტირებულები ვართ ჩვენს პოლიტიკაში, ამ თვალსაზრისითაც 2025 წელი არ იყო ცუდი, იმიტომ რომ მთლიანობაში წლიური ინფლაცია 3,9% იყო, რაც ჩვენი მიზნობრივი 3%-იანი დონიდან ზომიერ გადახრად მიიჩნეოდა. 

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, ვთქვათ ის, თუ საიდან მომდინარეობს ეს ეკონომიკური ზრდა. ძირითადად, მსგავსად წინა წლებისა - 2023 და 2024 წელს, 2025 წელსაც ძირითადი მამოძრავებელი ძალა ამ ჩვენი ეკონომიკური ზრდის იყო ე.წ. მაღალპროდუქტიული სექტორები. ეს არის IT სექტორი, ანუ კომუნიკაციები და ინტერნეტ ტექნოლოგიები და IT მომსახურების ექსპორტი; ეს არის განათლება, ეს არის საფინანსო სექტორი, ეს არის ლოგისტიკა და ტრანსპორტი.

ერთის მხრივ, მაღალპროდუქტიული ნიშნავს, რომ აქედან არ მომდინარეობს ინფლაციური ზეწოლა მოთხოვნის მხრიდან და მეორე  ეს არის ის დარგები, რომლებიც ჩვენს ექსპორტს, მომსახურების ექსპორტს ამ შემთხვევაში, აძლიერებს, განსაკუთრებით  IT ტექნოლოგიები, IT მომსახურება, და აუმჯობესებს ქვეყნის საგარეო პოზიციებს. ეროვნული ბანკისთვის იყო განსაკუთრებით წარმატებული ეს წელი, გასული წელი. ჩვენ მივაღწიეთ საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ მაჩვენებელს“, - განაცხადა თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, 2026 წლის თებერვალში საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 6.7 მილიარდ დოლარს მიაღწია. მისი თქმით, რეზერვების მოცულობაში მნიშვნელოვანი წილი შეაქვს ოქროს მარაგსაც.

„ზოგადად, პიკი დაფიქსირდა 2026 წლის თებერვალში, როდესაც ისტორიულ მაქსიმუმს - 6.7 მილიარდ დოლარს მიაღწია ჩვენმა რეზერვებმა. მათ შორის, ოქროს ნაწილი, რაც ჩვენ ორი წლის წინ შევიძინეთ, ასევე მილიარდზე მეტი ღირებულების შემომტანია ამ მთლიან მასაში და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მე ავხსნი მაყურებლისთვის, რატომ არის ეს ჩვენი რეზერვების მოცულობა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ე.წ. ბუფერი, რომელიც გააჩნია ამა თუ იმ ქვეყანას იმისთვის, რომ უპასუხოს საგარეო შოკებს“, - აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, არსებული რეზერვები ზომა და მათი მდგომარეობა მოასწავებს ქვეყნის მდგრადობას სხვადასხვა გამოწვევის წინაშე.

„იმ ქვეყნებს, ვისაც გააჩნიათ მდიდარი მინერალური რესურსები, ნავთობი, გაზი, იმათ აქედან აქვთ ძირითადად შეგროვებული რეზერვები და ეს მთავარი წყაროა. ჩვენ ეს მდგომარეობა არ გვაქვს, ამიტომ ჩვენთვის მთავარი შემავსებელი რეზერვებისა - ეს არის საგარეო შემოდინებები უცხოურ ვალუტაში, რომელიც მომდინარეობს ექსპორტიდან, მომდინარეობს ტურიზმიდან, მომდინარეობს გზავნილებიდან, მომდინარეობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან, და აი, ეს ყველა შემოდინება იყო ძლიერი და მოგვცა საშუალება, რომ გაგვეზარდა რეზერვები.

სხვათა შორის, სწორედ ეს ფაქტი იყო აღნიშნული სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშებში. ერთ-ერთმა მათგანმა, Fitch-მა, მაგალითად, გაგვიუმჯობესა ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივა - ნეგატიურიდან სტაბილურამდე აგვიყვანა მიუხედავად იმისა, რომ სტაბილურობა ჩვენს რეგიონში ამ ეტაპზე არ არსებობს, მაგრამ ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა გამოიყურება ძალიან კეთილსაიმედოდ და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ერთი ჩვენი, ასე ვთქვათ, აგური შეგვაქვს ამ მთლიან კონტექსტში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ბანკი შეუერთდა FTSE 100-ს, ეს არის პირველი შემთხვევა ჩვენი რეგიონისთვის - მეტი ინვესტორი დაინტერესდება საქართველოს საფინანსო სექტორით და ეკონომიკით l სებ-ის პრეზიდენტი

22.05.2026.11:29

საქართველოს ბანკი შეუერთდა ე.წ. FTSE 100-ს. ეს არის TOP 100 მსხვილი კომპანია, რომელთა აქციებიც ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე - ეს არის პირველი შემთხვევა ჩვენი რეგიონისთვის და მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მარკერია, კიდევ უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდება ჩვენი საფინანსო სექტორით თუ რეალური ეკონომიკით და ეს კარგია, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას. ნათია თურნავას განმარტებით, საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის „ხერხემლად“ რჩება და ბიზნესების განვითარებას ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს. მისი თქმით, საქართველოში სესხებზე ხელმისაწვდომობა მაღალია და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 73%-ს აჭარბებს,

„საბანკო სექტორი რჩება ჩვენი ეკონომიკის ხერხემლად, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ის ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს ნებისმიერი დარგის, ნებისმიერი ბიზნესის განვითარებას. ზოგადად, ამ თვალსაზრისით, საქართველოს ეკონომიკაში სესხზე ხელმისაწვდომობა არის საკმაოდ მაღალი - თუ შევხედავთ მთლიან სესხს მთლიან შიდა პროდუქტთან, ის 73%-ს აჭარბებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე არ არსებობს არც ერთი ფაქტი, როდესაც ვინმეს დაეკარგოს თავისი დეპოზიტი. იმდენად სანდოა ჩვენი საბანკო სისტემა, რომ სულ მუდმივად, საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდება დანაზოგები და დეპოზიტები - მათ უკვე 70 მილიარდ ლარს გადააჭარბეს. აქედან დაახლოებით 30% უცხოელების დანაზოგებია, ანუ უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, ე.წ. არარეზიდენტები, ენდობიან ჩვენს საბანკო სისტემას“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა. 

მისივე განმარტებით, საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე სანდოა და ამასთანავე, მაღალი ტექნოლოგიური განვითარებითაც გამოირჩევა. ნათია თურნავას თქმით, ქართული ბანკების  მობაილ ბანკინგი მომხმარებელზე მეტად მორგებული და განვითარებულია, ვიდრე დასავლეთის არაერთ საბანკო დაწესებულებაში.

„ჩვენ რომ ვენდობით, ეს ერთია, მაგრამ მეორეა, რომ გარედან დანახული თვალითაც ჩვენი საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე სანდოა. სანდოობის გარდა, უნდა აღვნიშნო ის ტექნოლოგიური განვითარების დონე, რაც ჩვენს საბანკო სისტემას გააჩნია. არაერთხელ მომისმენია, თუნდაც უცხოელის შეფასება, რომ  მობაილ ბანკინგი, რომელიც გააჩნია ჩვენს ბანკებს, განსაკუთრებით წამყვან ბანკებს, გაცილებით უფრო კომფორტულია, მომხმარებელზე მორგებული და განვითარებულია, ვიდრე სხვა, უფრო ხანგრძლივი ისტორიის მქონე საბანკო დაწესებულებებში საზღვარგარეთ, დასავლეთში პირველ რიგში.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ განვითარება მუდმივია და სესხების პორტფელიც საკმაოდ მდგრადად იზრდება. გასულ წელს დაახლოებით 15%-იანი ზრდა იყო, წელს კიდევ უფრო მაღალი ზრდა ფიქსირდება და ეს არის მეორე მხარე ეკონომიკური ზრდისა, ერთის მხრივ, ეკონომიკური ზრდა უფრო მეტ ფინანსურ რესურსს და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას განაპირობებს და ბანკები ამას უზრუნველყოფენ. მეორეს მხრივ, თვითონ ბანკები აძლევენ ბიძგს ჩვენს ეკონომიკურ ზრდას. მაგალითად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე ტოპ-მიმზიდველი დარგი კვლავაც საფინანსო-საბანკო სექტორია - პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით მიღებული შემოდინებების დაახლოებით 36% სწორედ ამ სექტორზე მოდის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა